უცხოეთი
„ფაქტობრივად ეკონომიკის არცერთი დარგი არ ფუნქციონირებს, მინიმალურ მისაღებ რეჟიმშიც კი!“ - რაულ ხაჯიმბას პრეკონფერენცია

1otrasl-zar-1საქართველო, 15 დეკემბერი, საქინფორმი. 11 დეკემბერს რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან მოკლედ დაახასიათა ის პროცესები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, შემდეგ კი ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

ფაქტობრივად ეკონომიკის არცერთი დარგი არ ფუნქციონირებს, მინიმალურ მისაღებ რეჟიმშიც კი. ეს იმის შედეგია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის განვითარებისთვის გააზრებული ძალისხმევა არ გამოიყენებოდა. განვითარების პროგრამა ჩანაცვლებული იყო კომპლექსური გეგმით. ანუ მიმდინარეობდა სოციალური ობიექტების მშენებლობა რაიმე ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინების გარეშე ხანგრძლივ პერსპექტივაში. ახლა პროკურატურის ორგანოები აქტიურად არიან დაკავებული იმ დარღვევების გამოძიებით, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციამ დაუშვა, მათ შორის, ბოლო 6 წელიწადში რუსეთის მიერ ჩვენთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის გამოძიებით. ამაზე პასუხისმგებელი პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან“, - აღნიშნა აფხაზეთის ლიდერმა.