უცხოეთი
ვაშინგტონი ავღანეთში პენტაგონის ყველა ციხის დახურვის შესახებ აცხადებს, სადაც პატიმრებს აწამებდნენ. მათ შორისაა ბაგრამის ბაზის ციხე, რომელსაც ქართული კონტინგენტი იცავს...

1vashington-zar-3-anსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. წამების შესახებ მოხსენების გამოქვეყნების შესახებ, რომელსაც „ცე-რე-უ“-ს აგენტები იყენებდნენ, აშშ-მა გააძლიერა თავისი საელჩოების დაცვა. აშშ-ის დიპმისიები 7 ქვეყანაში გააფრთხილეს შესაძლო ანტიამერიკული პროტესტისა და ძალადობის თაობაზე აშშ-ის მოქალაქეთა მიმართ. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი არ მიიჩნევს, რომ სკანდალურმა მოხსენებამ ზიანი მიაყენა ვაშინგტონის იმიჯს მსოფლიოში. თუმცა, ამერიკელმა ჟურნალისტებმა კითხვები დააყარეს ჯენ პსაკის.

სააგენტო „ასოშიეითედ პრესის“ ჟურნალისტი მეთიუ ლი: „თქვენ განაცხადეთ, რომ მოხსენება პრობლემაზე მიუთითებს. მაგრამ ის არავის პასუხისგების საკითხს არ აყენებს. ამ ტრიბუნიდან თქვენ რეგულარულად გამოხატავთ აღშფოთებას, ისევე, როგორც ჩვენი საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, როცა სხვა მთავრობები პასუხისგებაში არ აძლევენ მათ, ვინც, თქვენი თქმით, რაიმე ცუდი ჩაიდინა. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს მოხსენება მიუთითებს დანაშაულის ჩადენაზე, როგორრა აგრძელებთ არგუმენტების გამოყენებას, თუკი პასუხისგება არდ აეკისრება არავის აქ, სამშობლოში?!"

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი ჯენ პსაკი: „რა გაეწყობა, მეთ. ვფიქრობ, რომ ამ პუბლიკაციის მოწონებით ჩვენ გვინდა მივუთითოთ იმაზე, რომ გვსურს ვიყოთ გახსნილები, ვაღიაროთ შეცდომები, გავაკეთოთ დასკვნები და შევიცვალოთ. და პუბლიკაცია ამას ადასტურებს“.

მეთიუ ლი: „გსურთ იყოთ გახსნილი, მაგრამ ეს მხოლოდ საქმის ნახევარია. მეორე ნახევარი კი ისაა, რომ თუკი ვინმემ რაიმე არასწორად გააკეთა, დაისჯება თუ არა ამისათვის? როგორც ჩანს, ადმინისტრაციის პასუხი ამაზე არის „არა“.

პსაკი: „მეთ, ჩვენ მაინც ვაკეთებთ რაღაცას. დავხურეთ ეს პროგრამა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მსოფლიო ამას ხედავს“.

მეთიუ ლი: „დიახ, მაგრამ თქვენ მხარს უჭერდით  სამხედრო ტრიბუნალებსა და მსგავს რამეებს სხვა ქვეყნებში. ახლა კი ამბობთ, რომ ადამიანებმა ცუდი რამეები ჩაიდინეს, ისეთი რამეები, რაც ეწინაააღმდეგება ჩვენი ნაციის ფასეულობებს, მაგრამ ამავდროულად არავის დასჯას არ აპირებთ!

პსაკი: „გირჩევთ ამაზე იუსტიციის სამინისტროს გაესაუბროთ. სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან კი დასამატებელი არაფერი მაქვს“.