უცხოეთი
ვლადიმერ ოლეინიკი: „სააკაშვილი უკრაინელებს ჭკუას ასწავლის, თვითონ კი საკუთარი ქვეყნის კანონები არ იცის! მზად ვარ უფასო იურიდიული დახმარება გავუწიო“ - უკრაინაში მიშას დასცინიან

1oleinik-zar-1-anსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. ყოფილმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კანონმდებლობას არ იცნობს! - ამის შესახებ უმაღლესი რადის მე-5, მე-6 და მე-7 მოწვევის სახალხო დეპუტატმა ვლადიმერ ოლეინიკმა განაცხადა. კერძოდ, პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ქართული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ „კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს და მადლობა გადაუხადა უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის პოსტის შეთავაზებისთვის, თუმცა, იძულებული გახდა პოსტზე უარი ეთქვა, რადგან ამ პოსტის დაკავება უკრაინის მოქალაქეობის მიღებას გულისხმობს, ამისათვის კი საჭიროა საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა“.

ოლეინიკმა განაცხადა, რომ იგი, როგორც უკრაინის მოქალაქე მზადაა, უფასო იურიდიული კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს მოქალაქე სააკაშილს: „შევახსენებ, რომ 2014 წლის პირველ მაისს საქართველოს პარლამენტმა ცვლილება შეიტანა მოქალაქეობის კანონში, კერძოდ, ჩაიწერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეიძლება მოქალაქეობა შეუწყდეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემდეგ. სამართლებრივი ნორმა, რომლის თანახმად მოქალაქეობის შეწყვეტა აუცილებელი იყო, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც არსებობდა, როცა მან თავისი ბრძანებულებით ბიძინა ივანიშვილს, საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების გამო, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა. მოგვიანებით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტის ბრძანებულება გააუქმა, ხოლო პარლამენტმა კანონი შეცვალა.

უკრაინელებისთვის დამამცირებელია, როცა მათ ჭკუას ისეთი ადამიანები ასწავლიან, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის კანონებიც კი არ იციან... გარდა ამისა, პეტრო პოროშენკოს სურდა ვიცე-პრემიერად ისეთი ადამიანი დაენიშნა, რომელსაც ბრალად აქვს წაყენებული მრავალი დანაშაულის ჩადენა, სახელმწიფო სახსრების განიავებიდან დაწყებული, მიტინგის სასტიკად ჩახშობით დამთავრებული“, - განაცხადა ვლადიმირ ოლეინიკმა.