უცხოეთი
სააკაშვილმა, რომელმაც საქართველოში რუსული ენა გაანადგურა, წინადადება წამოაყენა, ის მეორე სახელმწიფო ენად აქციონ უკრაინაში!

ucxoet-3-yazikსაქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ მიიჩნევს, რომ უკრაინაში მილიონობით რუსის ყოფნა შესაძლოა მუხრუჭს წარმოადგენდეს, რომელიც ქვეყანას აიძულებს, ორ ცივილიზაციას შორის იმყოფებოდეს. ასევე იგი უკრაინაში ორენოვნებისკენ მოუწოდებს.

„...უკრაინელ მეგობრებს ყოველთვის მოვუწოდებ მიბაძონ, მაგალითად, კანადელ პოლიტიკოსებს, რომლებიც ფრანგულად და ინგლისურად ლაპარაკობენ. კანადაში თითოეული გამოსვლა ინგლისურ ენაზე იწყება და მთავრდება ფრანგულით ან პირიქით. ჩემი თვალსაზრისით, რუსული ენა უკრაინულის დონეზე უნდა იქნეს გამოყენებული“, - განაცხადა სააკაშვილმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში.

საქართველოს ექსპრეზიდენტი არ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება უკრაინული ენა მოკლას. მისი თქმით, პირიქით, ის „აყვავდება და განმტკიცდება“.

ეს რეალობაა - ორენოვანი ქვეყანა. საჭიროა ამ ორენოვნების ხაზგასმა, ჩვენი ძალა ხომ ამაშია“, - დარწმუნებულია სააკაშვილი.