რელიგია
პატრიარქი: „რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულება ერთმანეთისაგან აშორებს ორ მოძმე მართლმადიდებელ ხალხს“

Katolikos-polit-3საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებაზე განცხადებას ავრცელებს.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან (და მომავალში, ალბათ, .. სამხრეთ ოსეთის მმართველ ძალასთანაც) ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ისედაც რთულ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს.

მომხდარი ფრიად სამწუხარო რეალობაა, რომელსაც ჩვენ, ვერასოდეს შევეგუებით. მე ადრეც ვამბობდი და კვლავაც გავიმეორებ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნისათვის ეს დროებითი განსაცდელია.

საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ძმურ ურთიერთობას ადრე თუ გვიან აღადგენს და აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან სიმართლე და სამართლიანობა აუცილებლად იზეიმებს", - აღნიშნულია განცხადებაში.