რელიგია
ილია მეორე: „ძალადობა ურწმუნოებით არის გამოწვეული. სამწუხაროა, რომ დღეს აღარ ესმის შვილებს მშობლებისა და მშობლებს შვილებისა“

Patr-saz-1-rel-1საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. 30 ნოემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ძალადობის დაძლევის გზებსა და განათლების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ბოლო დროს ხელისუფლება, საზოგადოება, ეკლესია შეწუხებულია ადამიანთა ძალადობით, რომელიც ადამიანთა შორის და ოჯახებში ხდება... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს ურწმუნოებით არის გამოწვეული... ვილებს ყველაფერს ვაძლევთგანათლებას, საჭმელ-სასმელს და ჩასაცმელს და იმას არ ვფიქრობთ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება ვასწავლოთ, რა არის კეთილი და ბოროტი, რა შედეგები აქვს სიკეთეს და რაბოროტებას. ამით შეგვიძლია დავძლიოთ ბოროტება და ძალადობა”, – ბრძანა უწმიდესმა.

ილია მეორემ ოჯახში ქალისა და კაცის ურთიერთობაზეც ისაუბრა.

ძალიან ხშირად გვესმის, რომ საჭიროა თანასწორობა ქმარსა და ცოლს შორის. არ შეიძლება ასე მსჯელობა. თანასწორობა კი არა, დიდი პატივისცემა უნდა ჰქონდეს ცოლს”, – აღნიშნა პატრიარქმა.

ambioni.ge