უცხოეთი
რამზან კადიროვი: „ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ომარ აშ შიშანს უწოდებდა, მოკლულია“

1-Tarxan-zar-3-Mსაქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ომარ აშ შიშანს უწოდებდა, მოკლულია. "ასე დაემართება ყველას, ვისაც აზრად მოუვა დაემუქროს რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს. ასეთი ბედი ეწევა ყველას, ვინც მუსლიმანების სისხლს დაღვრის. ალაჰ აკბარ!“ - დაწერა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინტერნეტქსელში.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თარხან ბათირაშვილი საქართველოდან, პანკისის ხეობიდან იყო და უწინ, სანამ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური გახდებოდა, ქართულ არმიაში მსახურობდა.

1-Tarxan-zar-3-1