უცხოეთი
საქინფორმი: „ვარდების რევოლუციიდან“ 11 წლის შემდეგ, სწორედ 15 ნოემბერს - სახელმწიფო გადატრიალების მიზნით „ნაცმოძრაობის“ პირველი მასობრივი აქციის დღეს - საქართველოში ჯორჯ სოროსი ჩამოვა, თავისი დაკრძალვის ფულის გამოსამუშავებლად...

1-Soro-zar-3-anოფიციალურად ცნობილი პოლიტტექნოლოგი-მილიარდერი, რომელიც მთელ მსოფლიოში ხელისუფლების ცვლას ასპონსორებს, საქართველოში თავისი ფონდის ფილიალის 20-წლიან იუბილეზე ჩამოდის, რომელსაც „ღია საზოგადოება - საქართველო“ ჰქვია. ბოლოს ჯორჯ სოროსი საქართველოს კერძო ვიზიტად 2012 წლის დეკემბერში ესტუმრა, როცა ბიძინა ივანიშვილს შეხვდა, ასევე სოროსი დავოსში შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და დღეს უკვე საგარეო საქმეთა ექსმინისტრ მაია ფანჯიკიძეს, რომლის მიმართაც, როგორც ამბობენ, გულგრილი არ არის...

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სოროსის ფონდის წარმომადგენლები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობენ. 20 წლის წინ - 1994 წელს - სოროსმა საქართველოში თავისი ფონდის ფილიალი გახსნა, მაშინ ქართველებმა და არაქართველებმა პირველად გაიგეს მუქთა ფულის შესახებ, რომელსაც გრანტი ეწოდება; არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომლებსაც ენ-ჯე-ო-ები ეწოდება, და ტრენინგების შესახებ, სადაც პროექტების წერას ასწავლიან... 10 წლის განმავლობაში - 1994-დან 2004 წლამდე სოროსმა საქართველოში საზოგადოება მოამზადა გადატრიალებისთვის, სახელმწოდებით „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში მოვიდა მისი ხალხი, სააკაშვილით სათავეში, და სოროსმა სამეულთან ერთად, „რევოლუციაში“ ჩადებული ხარჯები ამოიღო...

გადიოდა წლები, ჩამოწვა მწუხრი, სააკაშვილი გაქცეული სისხლის სამართლის დამნაშავე და ბომჟია... ამიტომ კიდევ 11 წლის შემდეგ - 2014 წელს - მოუსვენარმა ფილანტროპმა გადაწყვიტა საქართველოში კიდევ ერთი რევოლუციის მოწყობა, „მაიდანის“ მსგავსად, და მასზე თავისი დასასაფლავებელი ფულის გამომუშავება...