რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ალასანიას ანტირუსული ალიანსის პრეზენტაცია, რომელიც ივანიშვილი-ღარიბაშვილით განხიბლულმა აშშ-მა ხელისუფლების დამხობის მიზნით ჩამოაყალიბა, 8 ნოემბერს გაიმართება“

1-prezent-pol-1-red-12014 წლის 8 ნოემბერს, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ყრილობაზე, საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალის - ალასანიას ანტირუსული ალიანსის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ჯერჯერობით მოქმედი და უკვე ყოფილი მინისტრების, პარლამენტარებისა და მცირერიცხოვანი პარტიებისგან შედგება.

ალიანსის ოფიციალური მიზანი საბოტაჟი, სამთავრობო კრიზისი და მთავრობის გადადგომაა, ანდა საბოტაჟი, სახელმწიფო გადატრიალება და ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდება.

მოტივები - გაერთიანება, სანამ ხელისუფლებიდან სათითაოდ არ გაუძევებიათ, და ერთიანი ფრონტით მოქმედი პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილისა და ექსპრემიერის, საზოგადოებრივი ლიდერი ივანიშვილის წინააღმდეგ გამოსვლაა.

ჭრელ - ჭრელ პოლიტიკოსებს ერთიან პოლიტიკურ ძალად კიდევ ერთი რამ აქცევს - ანტირუსული პოლიტიკური პლატფორმა: “რუსეთი საქართველოს ნომერ პირველი მტერი, აგრესორი და ოკუპანტია, რომელსაც საბოლოოდ სურს მისი ტერიტორიების ანექსირება, ყირიმისა  და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკრაინის მსგავსად! ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს უალტერნატივო შესვლის დაჩქარება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გასათავისუფლებლად! აშშ - საქართველოს ნომერ პირველი მეგობარი - ჩვენ დაგვეხმარება!“. ამ ლოზუნგებით დროშის ქვეშ ახალი ალიანსის მხარდამხარ დადგება ექსმმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ალასანიას ალიანსი 15 ნოემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტისამთავრობო აქციაზეც გამოვა ანტირუსული ლოზუნგებით „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - საქართველოა! რუსეთო - გაეთრიე საქართველოდან!“.

(უნდა ვაღიაროთ, რომ მენტალობა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი 9-წლიანი მმართველობის მანძილზე, საკუთარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჰიპნოზის მეშვეობით ჩანერგა საქართველოში, განსაკუთრებით - ახალგაზრდა თაობაში, ჯერ კიდევ ცოცხალია: დიახ, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრისთვის ყველაზე სამარცხვინო დამღაა - „პრორუსი“, ხოლო „ჰომოსექსუალისტი“ ლამის ყველაზე საპატიო წოდება, ყოველ შემთხვევაში - პროგრესულობის, ელიტური ევროპული საზოგადოებისადმი კუთვნილების ნიშანი, რომლის უფლებების დაცვაც, ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონით, სახელმწიფოს ორმაგად ევალება ჰეტეროსექსუალი და მართლმადიდებელი მოქალაქეების უმრავლესობის უფლებებთან შედარებით).

ალასანიას ანტირუსულ ალიანსს მხარს დაუჭერენ ამჟამინდელი ხელისუფლებით უკმაყოფილო ძალებიც, რუსეთის ფედერაციის მიმართ სრულებით ლოიალურიც კი, მაგრამ 2012 წლის საპარლამენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წაგებული, რომლებიც რევანშზე ოცნებობენ, ოპოზიციური იატაკქვეშეთიდან გამოსვლისა და ხელისუფლებაში მოსვლის მიზნით. მაგალითად, პარტია „თავისუფალი საქართველო“ და მისი ლიდერი კუკავა, რომელმაც უკვე გამოხატა პროტესტი ალასანიას მაღალჩინოსნების დაკავებასთან დაკავშირებით.

ალასანიას ალიანსის ღერძს წარმოადგენენ იგივე ამბიციური ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები, რომლებიც ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკური საფლავიდან ამოათრია, დიდი ფული და თანამდებობები უბოძა, მაგრამ, რომლებიც, ამის მიუხედავად, მკვეთრად გამოხატავდნენ თავის უკმაყოფილებას ივანიშვილით, ღარიბაშვილითა და პარტია „ქართული ოცნებით“, მაგრამ თუ ადრე - კულუარებში, გასული კვირიდან უკვე - საჯაროდ. ესენია:

1.“ცე-რე-უ“-ს სადაზვერვო სკოლის ოქროს მედალოსანი, საქართველოს თავდაცვის უკვე ექს-მინისტრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, რომელიც 8 ნოემბერს პარტიის ყრილობაზე დაუბრუნდება მის მიერ დააარსებული პარტიის თავმჯდომარეობას და, ამავდროულად, ახალი ალიანსის ლიდერი გახდება. ალასანიას ფიგურას უკვე შეუქმნეს რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მსხვერპლის იმიჯი, დაჩაგრულის „პრორუსულ ძალებისგან“ - ივანიშვილისა და ღარიბაშვილის მხრიდან, რომლებმაც რუსეთს საქართველოს თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა რფ-ში ღვინისა და „ბორჯომის“ გაყიდვაზე გაუცვალეს. აი, რა მიზნით ითხოვდა ბოლო ორი თვე ალასანია საქართველოში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილი ნატოს ბაზებისა და სირიელი მოლაშქრეების მოსამზადებელი ცენტრის განთავსებას!

ალასანიას გადადგომისა და გასულ სამშაბათს, ე. წ. ატკატის მიღების მიზნით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით 5 მაღალჩინოსანი „ბიჭის“ დაკავება რუსეთის შურისძიების პიარ-მიზეზად აქციეს, რომ აღარავის გაახსენდეს თავად ალსანიას მიერ ჩაჯიბული ფული, რომელიც მას ივანიშვილმა მისცა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ალასანიასთვის ჩაბარებული სამეგრელო წააგო; მისი საიდუმლო შეხვედრები „ნაციონალების“ ლიდერებთან და საყვარლებთან ერთად ვოაიაჟი ევროპაში საბიუჯეტო სახსრებით; მისთვის ჩაბარებული თავდაცვის სამინისტრო, სადაც დღემდე მუშაობენ პოლკოვნიკ თეთრაძის მკვლელები და მერაბიშვილის ზონდერები. ყველაფერი ჩამოიწერება „რუსეთის აგენტურაზე საქართველოში“, მათ შორის - „ზოგიერთ პრორუსულ მედიაზე - „ფე-ეს-ბე“-ს და „გე-რე-უ“-ს შეკვეთის შემსრულებელზე, ასევე „გაზპრომელ“ ოლიგარქ ივანიშვილზე:

- რომელმაც არ აპატია ალასანიას სატელეფონო საუბარი პეტრიაშვილთან, რომლის საიდუმლო აუდიოჩანაწერი „ნაცმოძრაობამ“ ინტერნეტში განათავსა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სადაც ალასანია აბუჩად იგდებს ივანიშვილს;

- რომელმაც იგი მარგველაშვილის (მარ - გველის!) ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტად არ დანიშნა;

- რომელმაც იგი ვიცეპრემიერობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად კალაძე დანიშნა;

- რომელმაც საჯაროდ დაადანაშაულა იგი მეუღლის ღალატში;

- რომელმაც არასაჯაროდ დაადანაშაულა იგი ფულის არამიზნობრივად გამოყენებაში, რის შედეგადაც ზუგდიდის მაჟორიტარი გახდა არა ის, ალასანია, არამედ ახალაია.

2. დღეიდან უკვე საქართველოს საგარეო საქმეთა ექსმინისტრი ფანჯიკიძე - ალასანიას მეუღლის ღვიძლი და;

ევროატლანტიკური ინტეგრაციის უკვე ექსმინისტრი, მსმელი პაროდისტი პეტრიაშვილი - ალასანიას მეგობარი და თანაპარტიელი; იუსტიციის უდიპლომო და ქურდული დაუწერელი გაგების მინისტრი წულუკიანი - ალასანიას მეგობარი და თანაპარტიელი, რომელიც ნევრასთენიის გამოხატული ფორმით იტანჯება; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ზაქარეიშვილი - „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, რომელიც უინტელექტობითა და მორალური თვისებების არარსებობით იტანჯება, საჯაროდ აკეთებს ანტირუსულ და ანტიაფხაზურ განცხადებებს, სიმპათიებს ამჟღავნებს სააკაშვილისა და მისი პოლიტიკის მიმართ რფ-თან დაკავშირებით; სასჯელაღსრულების მინისტრი სუბარი - საქართველოს უხერხემლო ომბუდსმენი სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს; განათლების მინისტრი სანიკიძე - პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი და მის მიერ დანიშნული.

3. საქართველოს პრეზიდენტი „კარალევა მარგო“, რომელმაც გუშინ  საკუთარ თავზე უკვე მესამე პირში და მრავლობით რიცხვში ილაპარაკა. მარგველაშვილი შეთქმულია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ თავისი მეგობრების - ექსმმართველი პარტიის მთავარი იდეოლოგის, უშიშროების საბჭოს ექსმდივან ბოკერიასა და „ნაციონალების“ ერთ-ერთი სახის - პარლამენტის ექსსპიკერის, ამჟამად კი პარლამენტარი მაჭავარიანის - ღვიძლი ძმის, მეშვეობით.

4. საქართველოში დღეს დე-ფაქტო მმართველი „რესპუბლიკური პარტია“, სადაც 10 წევრია, მაგრამ ყველა ხელისუფლების სადავეებთან: პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი, მისი პარლამენტარი მეუღლე ხიდაშელი, პარლამენტარი ძმები ბერძენიშვილები, ზემოხსენებული მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ზაქარეიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი და მისი მოადგილე - ხაინდრავა;

5.ნაციონალური ფორუმის“ ლიდერი, პარლამენტარი-მაჟორიტარი ქუთაისიდან სანიკიძე, რომელიც, როგორც ყველამ შეიტყო 2012 წელს „ნაცების“ მიერ ინტერნეტში განთავსებული მისი სატელეფონო საუბრის საიდუმლო აუდიოჩანაწერიდან, ალასანიას მსგავსად, უპატივცემულოდ მოიხსენიებდა თავის კეთილისმყოფელ ივანიშვილს და არ მალავდა, რომ მილიონერობა სურს, რაც ივანიშვილისგან ეკუთვნის „ქართული ოცნებისთვის“ მისი წონიანი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) წინასაარჩევნო მხარდაჭერისთვის.

ყველა ზემოჩამოთვლილმა ბოლო დღეებში უკვე განაცხადა „ქართულ ოცნებასთან“ „გაყრის“ შესახებ, გამოთქვა უკმაყოფილება მისი არასაკმარისი პრო-ნატო-ური საგარეო პოლიტიკური კურსით, ამავდროულად დაადანაშაულა ღარიბაშვილის მთავრობა ხელისუფლების უზურპაციაში და კულუარულ მართვაში, ამასთან, ალასანიას სოლიდარობა გამოუცხადა.

ზემოჩამოთვლილებს უნდა დაემატოს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც აფინანსებენ სოროსის ფონდი, ამერიკული ინსტიტუტები NDI და IRI, ადენაუერის ფონდი და ა. შ. მათგან ყველაზე მსხვილები - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდობა - ევროპული მომავლისათვის“, „დემოკრატიული განვითარების ფონდი“, მოძრაობა „დაბრუნება“, ცენტრი „თავისუფლება და მხარდაჭერა“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლებსაც 9 ოქტომბერს „თავისუფალმა ზონამ“ მხარდაჭერისთვის საჯაროდ მადლობა გადაუხადა.

და, რა თქმა უნდა, გამყიდველი ქართველი ე. წ. „ექსპერტების“ - პროპაგანდისტების იგივე ჯგუფი, რომლის ახალ სახედაც დღეს უცნობი წარმომავლობის რუსოფობი - ქალი გვარად ლაგაზიძე შეარჩიეს, რომელიც ისეთ სისულელეებს როშავს, რომ პირი უშრება და მუდამ ტუჩებს ილოკავს. „რუსული ოპერაცია“ - ასეთი კვალიფიკაცია მისცა ამ სასაცილო პერსონაჟმა ალასანიას გუშინდელ გადაყენებას, უკნიდან კი მას ბებერი პროქტოპოლიტოლოგი ცისკარიშვილი ლობირებს, რომელმაც გუშინ პუტინს ავადმყოფი უწოდა!

ამ „ექსპერტების“ და ალასანიას ანტირუსულ ალიანსს ქართული მედია აპიარებს იმავე ქართული ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, მაესტროს“, „ტვ3“-ის, „ტაბულას“ და ინტერნეტგამოცემათა უმრავლესობის, პლუს ზოგიერთი გაზეთისა და ჟურნალის სახით.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 5 ნოემბერი
საქართველო, თბილისი