რედაქტორისგან
საქინფორმი მთლიანად უჭერს მხარს პრემიერ ღარიბაშვილს - ფარული თვალთვალის უფლება მხოლოდ სახელმწიფო სპეცსამსახურებს - შსს-სა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურს უნდა ჰქონდეს

1-PoderZivaet-pol-2-red-2საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ მთლიანად უჭერს მხარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას - ფარული თვალთვალის - ვიდეოთვალთვალისა და სატელეფონო საუბრების მოსმენის - უფლება და ტექნიკური შესაძლებლობა მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებს უნდა ჰქონდეს - სპეცსამსახურებს შსს-ს სახით, ასევე შსს-ს სტრუქტურიდან სასწრაფოდ გამოყოფილ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელსაც კომიტეტის, ან დეპარტამენტის სტატუსი უნდა დაუბრუნდეს. სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის ინფორმაციას მხოლოდ სასამართლო ორგანოებს - ყველა ინსტანციის სასამართლოს უნდა წარუდგენდნენ.

ყველა მობილური და საკაბელო სატელეფონო კავშირის ოპერატორი საქართველოში კერძო უცხოური კომპანიაა, რომლებსაც არ უნდა მიუწვდებოდეთ ხელი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე, არ უნდა ჰქონდეთ მისი მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების დარღვევის საშუალება. ეს კომპანიები ქართველი ბიზნესმენების ხელშიც რომ გადავიდეს, მათი სტატუსი უთანაბრდება მხოლოდ ნებისმიერი კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს, მომსახურების სფეროს სპეციალისტებს - სასტუმრო სერვისის, ავტოტექმომსახურების და ა. შ.

აღსანიშნავია, რომ ე. წ. ალტერნატიული ჯგუფის ყველა წევრსა და საქართველოს პრეზიდენტს, რომლებსაც ამის თაობაზე ალტერნატიული სუბიექტური აზრი აქვთ, არასოდეს უმუშავიათ არა მარტო სპეცსამსახურებში, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებშიც, მათზე არასოდეს გაფორმებულა ე. წ. დაშვება ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავს და მათ არასოდეს მოუწერიათ ხელი მის არგათქმაზე! რა არის მათი გაავებული ბრძოლის ნამდვილი მიზეზი მოსმენების უფლების (ე. წ. სპეცსერვერის გასაღების) ფიჭური კავშირების კერძო ოპერატორების  ხელში გადაცემისთვის? რასთან გვაქვს საქმე - უბრალოდ არაკომპეტენტურობასა თუ რაიმე მერკანტილურ ინტერესებთან? პატიოსან მოქალაქეებს, რომლებსაც ჩაფიქრებული არ აქვთ სახელმწიფო გადატრიალება და საბოტაჟი, არ თანამშრომლობენ უცხოურ სპეცსამსახურებთან და არ ეწევიან დივერსიულ-ძირგამომთხრელ საქმიანობას, დასამალი და საშიში არაფერი აქვთ! აი თუ ქართველი საზოგადოებისთვის ცნობილი პირების მეუღლეები ქმრებს ღალატობენ, ანდა მათი ქმრები ჰომოსექსუალური სექსით კავდებიან, ეს სხვა საქმეა...

საქინფორმის რედაქცია
2014 წლის 3 ნოემბერი
საქართველო, თბილისი