უცხოეთი
მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის Doing Business-2015-ის რეიტინგში პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს საქართველო - მე-15 ადგილი, სომხეთი კი დსთ-ის ქვეყნების ლიდერია - 45-ე ადგილი

1-reiting-zar-3საქართველო, 31 ოქტომბერი, საქინფორმი. რეიტინგის თანახმად, სომხეთი 45-ე ადგილს იკავებს იმ 189 ქვეყნიდან, რომლებიც ჩეხეთს მოჰყვება. სომხეთი უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თურქეთი, იტალია, ლუქსემბურგი, საბერძნეთი და კვიპროსი. აზერბაიჯანმა რეიტინგში მე-80 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ბანკის მოხსენება “Doing Business” აფასებს იმ ფაქტორებს, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს-გარემოსა და ეკონომიკურ ზრდაზე, საშუალებას იძლევა რა, ერთმანეთს შედარდეს189 გამოსაკვლევი ქვეყნის მონაცემები 10 სფეროში: საწარმოების რეგისტრაცია,მშენებლობაზე ნებართვის მიღება, სამუშაო ძალის დაქირავება, საერთაშორისო ვაჭრობა, კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა, საწარმოების ლიკვიდაცია.

მსოფლიო რეიტინგს ბიზნესის წარმოებისათვის საუკეთესო პირობების შექმნაში უკვე მეცხრე წელია სათავეში სინგაპური უდგას. რეიტინგის ათეულში შედიან, ასევე, ახალი ზელანდია, ჰონკონგი, დანია, სამხრეთ კორეა, ნორვეგია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი და ავსტრალია.

მოხსენების თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდამ ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს საქართველო - მე-15 ადგილი, შემდეგ მოდის ესტონეთი - მე-17 ადგილი, ლატვია - მ23-ე ადგილი, ლიტვა - 24-ე ადგილი. დსთ-ის ქვეყნებს შორის ლიდერი სომხეთია - 45-ე ადგილი, მას მოჰყვება ბელარუსი - 57-ე ადგილი, რუსეთი - 62-ე ადგილი, მოლდოვა - 63-ე ადგილი. ყაზახეთს ჩამორჩება აზერბაიჯანი - მე-80 ადგილი, უკრაინა - 96-ე ადგილი, ყირგიზეთი - 102-ე ადგილი, უზბეკეთი - 141-ე ადგილი და ტაჯიკეთი - 166-ე ადგილი.