უცხოეთი
საჩუქრის უჩვეულო გადაცემა. ზურაბ წერეთლის გამოფენაზე სკანდალური მხატვრის, პავლენსკის ცოლმა საშოდან წიგნი გამოიღო და მოქანდაკის შვილს გადასცა

1-Podarok-zar-2საქართველო, 27 ოქტომბერი, საქინფორმი. ზურაბ წერეთლის გამოფენის გახსნაზე მარმარილოს სასახლეში სკანდალურად ცნობილი მხატვრის პეტრ პავლენსკის სამოქალაქო ცოლმა მოქანდაკის ქალიშვილს წიგნი „ბომბასტიკა“ გადასცა. ოქსანა შალიგინამ ეს ერთობ უჩვეულო ხერხით გააკეთა. ყველას თვალწინ ქალმა კაბა აიწია და თავისი წიაღიდან წიგნი გამოიღო. ამ გზით მან წიგნის დაბადების იმიტაცია მოახდინა.

აქციონისტებს თავად მოქანდაკისთვის სურდათ საჩუქრის გადაცემა, მაგრამ წერეთელი ავად გახდა და პეტერბურგში ვერ ჩავიდა. მის ნაცვლად გამოფენაზე ჩავიდა მისი ქალიშვილი ელენა. სწორედ მას ერგო „ბომბასტიკა“. ელენამ ერთობ მშვიდად აღიქვა პერფომანსი და წიგნიც აიღო.

მხატვარმა პავლენსკიმ სახელი იმით გაითქვა, რომ პირი ამოიკერა Pussy Riot-ის მხარდასაჭერად და გენიტალიები ძელზე დაიჭედა წითელ მოედანზე.

1-Podarok-zar-2-qv