რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ბრძოლა გენდერული თანასწორობისთვის თუ მთავრობის, ოჯახის ინსტიტუტისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ? სააკაშვილმა და მარგველაშვილმა ღარიბაშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგ პიარ-კამპანია შეუკვეთეს!“

1-ARN-saz-1-red„საქართველოში ქმრები კლავენ ცოლებს, საქართველოში გენდერული უთანასწორობაა!“ - რატომაა, რომ სიკვდილით დასრულებული ძალადობის ფაქტები, რომლებსაც მართლაც ჰქონდა ადგილი საქართველოში ბოლო ხანს, მაშინვე მოხვდა მსოფლიო საზოგადოებრის ყურადღების ცენტრში, ებოლასა და “იგილ“-ის მსგავსად? ვისთვისაა ხელსაყრელი, რომ საქართველო, სადაც მამაკაცის რაინდობა და გალანტურობა ქალთან მიმართებაში ჯერ კიდევ რუსთაველის ხანიდან მოყოლებული, ლეგენდად იქცა, დღეს აღიქმება, როგორც ველური აზიური ქვეყანა, სადაც მამაკაცები - აღმოსავლელი სასტიკი ტირანები, ხოლო ქალები - დაბეჩავებული, ხმის უფლებაწართმეული მონები არიან? განა საქართველოში ქალის კულტი არაა, განა ქართველები ნებისმიერ ქალს ქალბატონს არ უწოდებენ, განა ქართველები დღემდე დედას არ იფიცებენ?

 მაშ რატომ ავიწყდებათ ქართველი საზოგადოებისთვის ნაცნობ სახეებს, რომლებიც საქართველოში ვითომდა დამცირებული და შეურაცხყოფილი ქალების დაცვის პიარ-კომპანიასა ხელმძღვანელობენ, რომ აშშ და ევროპა დიდი ხანია მოიცვა გაცილებით მასობრივი და დახვეწილი ძალადობის ტალღამ?! ჩვენს ევროატლანტიკურ კერპებს - ვაშინგტონს, ლონდონს, პარიზს, რომლებსაც ვეთაყვანებით როგორც დემოკრატიის ეტალონებს და მათ „ევროპულ ღირებულებებზე“ ვახდენთ სწორებას, არასრულწლოვნები თითქმის ყოველდღე იჭრებიან სკოლებში და ავტომატებით ცხრილავენ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, მშობლები - პედოფილები კი აუპატიურებენ და კლავენ თავის შვილებს... ეს ყველაფერი უკვე დიდი ხანია რუტინად იქცა ზნეობადაკარგულ დასავლურ ლიბერალურ საზოგადოებაში, რომელიც ხელისუფლებაში ჰომოსექსუალისტებს ან უბრალოდ გარყვნილებს ირჩევს, მეუღლეებს დემონსტრატიულად რომ ღალატობენ, ანდა ერთსქესიან „ოჯახებად“ ცხოვრობენ მიუხედავად ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობებისა სახელმწიფოში!

საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი ქართველი „ფემინისტი“ (მათ შორის - ჟურნალისტი) უწინ თავად იქცა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სექსუალური ძალადობის მსხვერპლად, თუმცა დღეს მათი მთავარი მიზანი ქალების უფლებების დაცვა როდის: მათ დავალებული აქვთ, დაანახვონ მთელ მსოფლიოს, რომ სააკაშვილის დროს საქართველო - „ევროპის აკვანი და პირველი ევროპელების - ზეზვასა და მზიას სამშობლო“ აშშ-ის მიერ აღიარებული იქნა „დემოკრატიის შუქურად“, ხოლო ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა სულ რაღაც ორ წელიწადში ის ძალადობისა და „ბესპრედელის“ ქვეყნად აქციეს!

„საქართველოში პოლიტიკური ანგარიშსწორება და სისხლის სამართლებრივი დევნაა პოლიტიკური ნიშნით!“ - ჯერ სააკაშვილმა&კომპანიამ მოახდინა ამ მითის პიარი მთელ მსოფლიოში და დასავლეთმაც - ევროპიდან დაწყებული, სახდეპით დამთავრებული - ამის გამო საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება გალანძღეს.

ამას მოჰყვა - „საქართველოს ერთპიროვნულად მართავენ პუტინის მონები - რუსი ოლიგარქი „გაზპრომელი“ ივანიშვილი და მისი „შეგირდი“ – „ჰაკიმ-ფაშა“ ღარიბაშვილი!“.

დაბოლოს, დღეს - „საქართველოში დანაშაულის არნახული ზრდაა! საქართველოში მამაკაცები კლავენ ქალებს, შსს-ს უწიგნური მინისტრი ჭიკაიძე კი პრემიერ ღარიბაშვილის „შეგირდია“, რომელმაც კრიმინოგენულ სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა!“

თუმცა, მომხდარის არსი გაცილებით ღრმაა, ვიდრე შიდაპოლიტიკური ბრძოლა და ექსმმართველი პარტიის საბოტაჟი რევანშის მიზნით. ექსპრეზიდენტიც - სისხლის სამართლის დამნაშავე სააკაშვილი თავისი ბანდფორმირებებით - „ნაცმოძრაობითა“ და „თავისუფალი ზონით“, პლასტილინის პრეზიდენტი მარგველაშვილიც თავისი თანამოაზრეებით - რესპუბლიკელებით, პარლამენტარებით, ზოგიერთი მინისტრითა და, ვითომდა „უფლებათადამცველი“ არასამთავრობო ორგანიზაციებით, რომლებიც მთელი მსოფლიოს გასაგონად  საქართველოში გენდერულ კატასტროფაზე გაჰყვირიან - დღეს დასავლეთის გლობალისტური ძალების შეკვეთას ასრულებენ, რომელთა მთავარი ამოცანა ყველა ეროვნულ-ქართული ტრადიციის, წეს-ჩვეულებისა და ტრადიციული რელიგიის - მართლმადიდებლობის განადგურებაა, რომლის ერთ-ერთ დედაბოძსაც ოჯახის ინსტიტუტი წარმოადგენს, ქმრის უმთავრესი როლით! მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს საქართველო არა სახელმწიფოდ, არამედ ამორფულ ტერიტორიად, რომელიც ეროვნული სიამაყედაკარგული, გაურკვეველი სქესის აბორიგენებით არის დასახლებული! სამაგიეროდ,ქართველებს აღარ დასჭირდებათ უცხოეთში საშოვარზე გამგზავრება: ქმრები თავის სამშობლოში ნატოს ბაზებზე მოსამსახურეები იქნებიან, ცოლები კი უცხოელებს აბანოებში, რესტორნებში, სამრეცხაოებსა და ოტელებში მოემსახურებიან...

აი რატომაა, რომ „ქალთა უფლებების დარღვევით ღრმად შეწუხებულმა“ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გვერდზე გადადო თავისი საყვარელი საქმე - წინდების ქსოვა - და ავლაბრის რეზიდენციაში ამ თემის განსახილველად გამოიძახა აბსოლუტურად ყველა, საქართველოში არსებული კონფესიის წარმომადგენლები, გარდა ქართული მართლმადიდებელი ელესიისა! სამაგიეროდ, შეხვედრაზე სიტყვით გამოდიოდა მაკა ჩიჩუა, მარგველაშვილმა კი მომხდარი დაახასიათა როგორც „ტენდენცია“ - საქართველოში ხომ არ უნდა იყოს მტკიცე ტრადიციული მართლმადიდებლური ოჯახები, არამედ უნდა იყოს თავისუფალი ურთიერთობები ბოი და გელფრენდებს შორის, როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეგობარ მაკა ჩიჩუას შორის, რომელთან მან ოფიციალურად იქორწინა მხოლოდ ერთი თვის წინ - მრავალწლიანი კოჰაბიტაციის შემდეგ და თანაც, სამოქალაქო, და არა საეკლესიო ქორწინებით... ისიც იმიტომ, რომ მისთვის პირველი ლედი ეწოდებინათ და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მასთან ერთად მთელ მსოფლიოში ესეირნა, მისი ბუტაფორიული უცხოური ვიზიტებისას. და კიდევ, ივანიშვილის ჯიბრზე, რომელმაც პირველი ლედი უწოდა პრემიერ ღარიბაშვილის მეუღლე ნანუკა თამაზაშვილს (როგორც უწინ, ასევე ივანიშვილის ჯიბრზე და სააკაშვილის ბრძანებით, ავლაბრის რეზიდენციაში გადასახლდა!).

და შემთხვევითი როდია, რომ ფემინისტების გენდერულ პიარ-კამპანიას საქართველოს პირველი ლედობის კიდევ ერთი პრეტენდენტი - ნათია ფანჯიკიძე შეუერთდა, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია „ფანჯი ბუს“ ღვიძლი და და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას მეუღლე, რომელიც თავისი სეხნიის - პრემიერ ღარიბაშვილის  ნატოს ხიშტებზე წამოგებაზე და მის სავარძელში ჩაჯდომაზე ოცნებობს!

არცერთ მათგანს მტკიცე ოჯახი არ აქვს: გაიძვერა სააკაშვილი, რომელსაც სიყმაწვილეში, მისი სიბინძურის გამო, უგულებელჰყოფდნენ ქალიშვილები, პრეზიდენტად ქცევისას, ცოლისა და შვილების თვალწინ, იკმაყოფილებდა ჟინს განურჩევლად ყველასთან, შემდეგ კი ფავორიტებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს, მინისტრების პორტფელების ჩათვლით, მაღალი სახელმწიფო თანამდებობებით, ბინებით, ავტომანქანებით და პრეზიდენტის დაცვის ბიუჯეტიდან მილიონებით ასაჩუქრებდა მათი შემოქმედებითი კარიერისათვის!

აი რატომ სურთ მათ საქართველოში მშობლების გამყიდველი პავლიკ მოროზოვის ტრადიციებისა და თანამედროვე დასავლური ტრადიციების დანერგვა, როცა მამას ან დედას, მათებურად - მშობელი №1 და მშობელი №2 - ეშინიათ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემის, რომელსაც ამის გამო შეუძლია პოლიციაში იჩივლოს და ციხეში ამოაყოფინოს თავი! აი რატომაა, რომ ახალი ევროქართველები - ლიბერტარიანელები იცავენ დღეს ჭეშმარიტი ქართველებისათვის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ცოდვას - ღალატსა და გამცემლობას ყველაზე ახლობელ ადამიანებს - მეუღლეებს შორის! და არა მარტო ქართველებისათვის, რამდენიმე შემთხვევა ხომ აზერბაიჯანელი მოსახლეობით დასახლებულ საქართველოს რეგიონში - ქვემო ქართლში მოხდა, სადაც ადგილობრივმა აზერბაიჯანელებმა, ნაკლებად ინტეგრირებულნი რომ არიან ქართველ საზოგადოებაში, მეუღლის ღალატისათვის ქვებით ჩაქოლეს თანასოფლელი ქალი...

თუმცა, მხოლოდ სიყვარულის ბედნიერებას მოკლებულ ადამიანებს არ შესწევთ ღალატის სიმწარის განცდის უნარი, მხოლოდ უღირსი ადამიანები არიან გულგრილი ამ პატივაყრილობის მიმართ, მხოლოდ უგულოებს არ განუცდიათ ისეთი ტრაგედიის შედეგები, როგორიცაა საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა და შვილის ტკივილი, რომელსაც არ ესმის - უცებ რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი საყვარელ დედასა და საყვარელ მამას შორის?!

და ეგებ ამ ახალგამოჩეკილ „უფლებადამცველ“ თოქ-ქალბატონებს, 24 საათი რომ არ ჩამოდიან „რუსთავი 2“-ის ტელეეკრანებიდან, ფლეშმობებისა და პერფომანსების ნაცვლად, თავად ემუშავათ საქართველოში კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?!

თუმცა ამას არ გააკეთებენ იმიტომ, რომ ამით სერიოზულ ფულს აკეთებენ - საიდუმლო არაა, რომ ყველაზე დიდი დასავლური გრანტები გენდერული თემატიკისთვის - ქალების თანასწორუფლებიანობის, ასევე, სექსუალური და რელიგიური უმცირესოებების  დასაცავად, გამოიყოფა...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
IA REX
2014 წლის 27 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1-ARN-1 1-ARN-2
1-ARN-3 1-ARN-4