უცხოეთი
სერგეი კურგინიანი: „ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთის პასუხი მკაფიო იქნება. საქართველოში განთავსებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, რუსეთთან ნებისმიერ კონფლიქტის შემთხვევაში, წამის მეასედში უნდა განადგურდეს“

1-Kurginyan-zar-3საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. თანამედროვე გეოპოლიტიკის აქტუალური საკითხები, უკრაინის მოვლენების, სირიული კვანძის, რუსეთსა და დასავლეთთან ურთიერთობები უახლოეს პერსპექტივაში და სხვა საჭირბოროტო თემები განიხილებოდა ინფორმაციის და ბეჭდური მედიის სახელმწიფო კომიტეტის პრესცენტრში, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, მოძრაობა „სუტ ვრემენი“-ს ლიდერის, რუსი პოლიტოლოგი სერგეი კურგინიანის მიერ, რომელიც ამ კვირაში ორდღიანი ვიზიტით სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.

სამხრეთ ოსეთის მიერ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებასა და იქ გმირი ახალგაზრდების ჩასვლას სამხრეთ ოსეთი სერიოზულ საგარე პოლიტიკურ არენაზე გამოჰყავს“, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ აგვისტოს მოვლენების განმეორებისგან სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოება გარანტირებულია რუსული ჯარების იქ ყოფნით. „საქართველო არასოდეს მიიტანს იერიშს ტერიტორიაზე, სადაც რუსული სამხედო ნაწილებია. ისინი გიჟები არ არიან და შესანიშნავად ესმით, რით ემუქრება ეს თბილისს. არ არსებობს ისეთი შეშლილი ქართველი პოლიტიკოსი, რომელიც აქ რუსეთის სამხედრო ყოფნის პირობებში თავისი შეიარაღებული ძალების სიძლიერის გამოცდას მოაწყობს. რაც შეეხება აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების განთავსებას საქართველოში, ამის საპასუხოდ, რუსეთი განათავსებს იმას, რაც საჭიროა ამ სისტემების გასანადგურებლად წამის მეასედში. ქართველებმა უნდა გაიგონ, რომ რუსეთის პასუხი მკაფიო იქნება“, - აღნიშნა კურგინიანმა.