რედაქტორისგან
საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმები გრძელდება - გუშინ ხელმეორედ ცემეს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, ყოფილ პოლიტპატიმარსა და უფლებათადამცველ ზაზა დავითაიას!

1-izbit-RED-1საქართველო, 23 ოქტომბერი, საქინფორმი. როგორც საქინფორმი იტყობინებოდა მსოფლიო მედიისადმი თავის ექსტრენულ მიმართვაში, 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს, 19:45 საათზე, 10-12 დამნაშავისგან შემდგარი ბრიგადა, ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთაზე სასტიკად გაუსწორდა პოპულარული ქართული გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს, ცნობილ უფლებათადამცველსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, ტვინის შერყევითა და ჩამტვრეული ნეკნებით, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში.  თავდამსხმელები საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ექსმმართველი პარტიანაციონალური მოძრაობის. . არასამთავრობო ორგანიზაციათავისუფალი ზონისბოევიკები აღმოჩნდნენ.

საქინფორმმა მაშინ მიმართა ყველა ჟურნალისტსა და მსოფლიო მედიას მხარდაჭერის თხოვნით! საქართველოს ხელისუფლებას დრეს არ შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები, ის უძლური აღმოჩნდა დამნაშავების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავეებისა და მისი დამფინანსებელი დასავლეთის გარკვეული წრეების წინაშე! სააკაშვილის ბრძანებით, არასამთავრობო ორგანიზაციათავისუფალმა ზონამ“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამასამოქალაქო საზოგადოების ჯგუფსუწოდებს, სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო პოლიტიკურ ოპონენტებზე საქართველოში, რაც სისხლისმღვრელ მასობრივ არეულობებში გადაიზრდება და შედეგად უმწეო ხელისუფლების დამხობას მოიტანს, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვერ მოახერხა შეეჩერებინა დამნაშავეები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მათი მეთაური - სააკაშვილი და აეკრძალანაციონალური მოძრაობამისი დივერსიულ-მოიერიშე რაზმითთავისუფალი ზონა“, როგორც ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია! განხეთქილება ქართველ საზოგადოებაში დღეს იმდენად ღრმაა, რომ ქართველები აფხაზებსა და ოსებს უფრო შეურიდგებიან, ვიდრე ერთმანეთს!

და აი, როგორც ყოველთვის, საუბედუროდ, საქინფორმის შიში კვლავაც უსაფუძვლო არ აღმოჩნდა: გუშინ, 2014 წლის 22 ოქტომბერს, საღამოს, თბილისის ცენტრში - ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მოპირდაპირედ მდებარე ავტობუსების გაჩერებაზე, შავლაბადიანმა უცნობმა პირმა ხელი წაავლო ავტობუსში ამავალ ზაზა დავითაიას, ჩამოსვლა აიძულა და ჰკითხა - ის იყო თუ არა. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ - დიახ, მე ზაზა დავითაია ვარ, უცნობმა გამოლანძღა იგი და უთხრა: „რატომ თანამშრომლობ რუსულ სპეცსამსახურებთან?! შენ პუტინის კა-გე-ბეს აგენტი ხარ!“, რის შემდეგაც დავითაიას რამდენჯერმე დაარტყა სახეში და მიიმალა. დავითაია გადაყვანილი იქნა ე. წ. რკინიგზის საავადმყოფოში დიღომში განმეორებითი ტვინის შერყევითა და მრავალრიცხოვანი სისხლჩაქცევებით სახეზე.

აი სადამდე მიგვიყვანა ხელისუფლების ლოიალობამ წინა ინციდენტისადმი - მაშინ ხომ დამნაშავეები, რომლებმაც სხეულის დაზიანებები მიაყენეს ჟურნალისტ დავითაიას, რასაც შეიძლებოდა ლეტალური შედეგი ჰქონოდა, მეორე დღეს მშვიდობიანად გაუშვეს სახლებში! ვნახოთ, ჩააბარებენ თუ არა განმეორებით ტესტს შსს და სასამართლო, შემთხვევის ადგილზე ხომ ბევრი მოწმე იყო და ბევრი ვიდეოკამერაც არის დამონტაჟებული... და შემთხვევით ხომ არ დაემთხვა ეს დანაშაული საქართველოს თავდაცვის ექსმინისტრი ბაჩანა ახალაიასათვის საბრალდებო განაჩენის გამოტანას, რომლის მიმართაც მამხილებელი სტატიებით არის ცნობილი ჟურნალისტი დავითაია?..

 

საქინფორმის რედაქცია