რელიგია
პრეზიდენტი მარგველაშვილი: „ჩვენ შევხვდით საქართველოში მოღვაწე სასულიერო ლიდერებს იმ ტრაგედიებთან დაკავშირებით, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ტენდენციად ჩამოყალიბდა“

1-CiCua-aqt-3-rel-Mსაქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემა ბოლო დროს ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებული ფაქტები და მათი პრევენცია იყო.
გადავწყვიტეთ, რომ, უპირველესად, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, უფრო გრძელვადიანი. იყო ასეთი იდეაც, რომ 2015 წელი გამოცხადდეს ქალის წლად და ამ ძალიან დიდ პრობლემას ერთობლივად დავუპირისპირდეთ. ერთი მხრივ, ჩემს რიტორიკაში ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ ამ პრობლემას. მეორე მხრივ, თავის ქადაგებებში ყველა სარწმუნოება გაააქტიურებს ამ საკითხს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრას მარგველაშვილთან ახალდაქორწინებული მაკა ჩიჩუა ესწრებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.

ამ საკითხს ფსიქოლოგიური და სოციალური დატვირთვა აქვს და ამას ცალკე განხილვა და რეაგირება სჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია დომინირებდეს რელიგიური თემა. მოვისმინეთ სხვადასხვა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც კონკრეტიკაში უნდა მოვიდეს. მხოლოდ აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია საკმარისი არ არის“, - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

1-CiCua-aqt-3-rel-qv