რედაქტორისგან
პრემიერ-მინისტრის სახლთან დაკავებული ალექსანდრე გეორგაძე მერაბიშვილის დივერსიული ჯგუფის წევრი და სააკაშვილის მეგობარია, რის შესახებაც საქინფორმი უკვე ორი წელია აფრთხილებს ღარიბაშვილსა და ჭიკაიძეს!

1-Meeting-akt-1-red-2გუშინ, 2014 წლის 19 ოქტომბერს, გვიან საღამოს, „სააკაშვილის ნაცმოძრაობა“& “თავისუფალი ზონა“ იერიშზე გადავიდნენ და, ბაჩანა ახალაიას ადვოკატებსა და ოჯახის წევრებთან, მერაბიშვილის ადვოკატებთან და პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილთან ერთად გამართეს ბაჩანა ახალაიას მხარდამჭერი აქცია-პროვოკაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, რაც ნაციონალებსა და აღშფოთებულ გამვლელებს შორის, რომელსაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ, დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ნაციონალებს მიჰქონდათ შეურაცხყოფის გამომხატვველი პლაკატები ღარიბაშვილისა და ივანიშვილის მისამართით, აწყობდნენ ფეიერვერკებს და გადაკეტეს მოსაშვილის ქუჩა.

საპატრულო პოლიციამ დააკავა 5 ყველაზე აქტიური ხულიგანი - არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრები, რომელთა შორისაც არიან ცნობილი ალქაჯი, მეტსახელად „სალომკა“, ბაჩანას ადვოკატი რომეო საჯაია და „ტაბულას“ ფოტორეპორტიორი ალექსანდრე გეორგაძე, რაც აღშფოთებულმა ბოკერიას ცოლმა - თამარა ჩერგოლეიშვილმა ღამით, შსს-ს შენობასთან გააპროტესტა (ვიდეო იხ. აქ).

საქინფორმი აზუსტებს, რომ:

-ალექსანდრე გეორგაძე დაკავებულია იმის გამო, რომ ხელს უშლიდა პოლიციას მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში - მან გასტაცა (ან წაართვა) პოლიციელს რაცია;

-პოლიციას არ შეეძლო ხელი შეეშალა ალექსანდრე გეორგაძისთვის მისი პროფესიული მოვალეობების შესრულებაში, იმიტომ, რომ იგი ჟურნალისტი კი არა, ვანო მერაბიშვილის ცნობილი დივერსიული ჯგუფის წევრი და სააკაშვილის მეგობარია, რის შესახებაც საქინფორმი არაერთგზის აფრთხილებდა ირაკლი ღარიბაშვილსა და ალექსანდრე ჭიკაიძეს.

(საქინფორმის ჟურნალისტური გამოძიების მასალები, ათობით დეტალურ განცხადებასთან, ასობით ფოტოსა და ვიდეომასალასთან ერთად, დევს შსს-ში - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მთავარ პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში, რითაც ჩამოთვლილი სტრუქტურები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონს!)

ნახეთ ეს ვიდეო - მასზე ალექსანდრე გეორგაძე თავის ჯგუფთან ერთად აწყობს დივერსიულ გეგმებს ვანო მერაბიშვილსა და კობა ხაბაზთან ერთად.

ამ ვიდეოზე კი ალექსანდრე გეორგაძე და მთელი დივერსიული ჯგუფი «РИА Новости»-ს თბილისის პრესცენტრში თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.

მომდევნო ვიდეო იმაზეა, თუ როგორ სტუმრობს ალექსანდრე გეორგაძე, თავის თანამზრახველებთან ერთად, მათი საერთო მეგობრის - მიხეილ სააკაშვილის სასახლეში.

 

საქინფორმი
2014 წლის 20 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი