უცხოეთი
ზურაბ აბაშიძე: „ამ შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ეს შეფასებული იქნება როგორც აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი, აქედან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგით“

1-aba-zar-2-anსაქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, პრაღაში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინთან.
„ეს ყველაზე რთული იყო იმ რვა შეხვედრიდან, რომლენიც აქ, პრარაში, 2012 წლიდან მოყოლებული გაიმართა. ყველაზე მწვავე საკითხი უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, ე.წ. ახალი შეთანხმების პროექტს მოსკოვსა და სოხუმს შორის. ჩვენი დღის წესრიგი მოიცავს სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებთან, სატრანსპორტო კომუნიკაციებტან, ჰუმანიტარულ საკითხებთან  დაკავშირებულ პრაქტიკულ საკითხებს, მაგრამ ახლა არ შემეძლო გვერდი ამევლო ამ თემისთვის და, ვფიქრობ, რომ თბილისში (და არა მარტო თბილისში) ვერავინ გაიგებდა, აქ რომ ხმოლოდ ვაჭრობასა და ა. შ. გველაპარაკარა ამიტომ ამ რთულ საკითხს ჩვენი შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი მიეძღვნა.

პრინციპში,რადიკალურად განსხვავებული პოზიციებზე დავრჩით არა მარტო ამ დოკუმენტის, არამედ მთლიანად პრობლემის, ისტორიული წინაპირობებისა და ამ რეგიონებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შეფასებაში. ჩემი მხრიდან ავუხსენი, თუ როგორ ვაფასებთ ამ პროექტს,  რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული, რა სირთულეებს შეუქმნის ეს არა მარტო რუსეთ-საქართველოს კავშირებს,  რომლებშიც კონკრეტული მიმართულებებით გარკვეული პოზიტივი გამოიკვეთა, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებას, შესაძლოა გაცილებით ფართოდაც. ითქვა ისიც, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერა ჩვენი მხრიდან ეს შეფასდება, რა თქმა უნდა, როგორც აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, აქედან გამომდინარე ყველა იურიდიული შედეგით.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას, და, რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მთელი ყურადღებით მოეკიდოს ამ ძალიან შემაშფოთებელ პროცესს. ეს ყველაფერი უკრაინის მოვლენების ფონზე ხდება, რაც, უდაოდ, კიდევ უფრო ამწვავებს განწყობას ჩვენს საზოგადოებაში. განხილული იქნა სხვა საკითხებიც, თუმა, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე მათ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვთ.

...ჩემმა კოლეგამ დაადასტურა, რომ მუშაობა ამ დოკუმენტზე გრძელდება. მან თქვა, რომ ამ პროექტს განიხილავენ სოხუმში, ის განხილული იქნება მოსკოვშიც, შესაძლებელია მოხდეს რაღაც ცვლილებები, თუმცა, მთლიანობაში ჩვენ მივიღეთ დასტური იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. თუმცა მე აღარ დავინტერესებულვარ, თუ სად და როდის მოეწერება მას ხელი. ჩემი მხრიდნა მხოლოდ დავადასტურე გარკვეული ხედვები და შეფასებები, რომლებიც თბილისში გაკეთდა, კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელ განცხადებაში.

...მინდა ყურადღება მივაპყრო იმას, რომ ხშირად თბილისშიც იყენებენ ტერმინოლოგიას: „მოლაპარაკებები“, „კონსულტაციები“, „რაუნდები“ და ა. შ. მაგრამ ეს კომუნიკაციის არაფორმალური, არაოფიციალური არხია - ჩვენ არაოფიციალურად ვხვდებით დიალოგის ფორმატში. საქართველოში არიან ადამიანები, რომლებმაც გუშინ საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთეს - პარლამენტშიც და სხვა პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებაში, - სწორედ იმ კალაპოტში, რომ რა აზრის აქვს ამ დიალოგის წარმოებას, თუკი რუსეთი ამგვარ ნაბიჯებს დგამს.

რაც შეეხება ამ დიალოგზე უარის თქმის მოწოდებას, - ეს ჩემი აგდასაწყვეტი არ არის. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობამ უნდა გააკეთონ და მე არ ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ემოციურად, განსჯის გარეშე, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე იქნება მიღებული, რომლებიც დღემდე სრულად და ერთმნიშვნელოვნად უჭერდნენ მხარსამ რთული დიალოგის წარმართვას და ყოველთვის მოგვიწოდებდნენ, გაგვეგრძელებინა იგი, მისი სირთულის მიუხედავად“.

 

ა. აბაშიძის ინტერვიუდან რადიოსთვის „ეხო კავკაზა“