რედაქტორისგან
საქინფორმი კვალს მიჰყვება: “ძუ დათვმა მხოლოდ დაანაყრა ბელი თაფლით და დათვები უკან, ტყეში შებრუნდნენ!“

1-medved-aqt-1-red-1საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. საქინფორმი განაგრძობს იმ საძრახისი ფაქტების კვალზე მიყოლას, რომლებიც გადმოცემულია პუბლიკაციებში „შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „წითელ წიგნში“ შეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა! (2014 წლის 8 ოქტომბერი) და „უცხოელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრ ხოკრიშვილსა და ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ათობით ათას დოლარს უხდიან?! (2014 წლის 13 ოქტომბერი).

ჟურნალისტური გამოძების მიმდინარეობისას გაირკვა, რომ დათვები არავისაც არ დასხმიან თავს და არც ცხვრები დაუხოცავთ! საქმე შემდეგნაირად იყო: ძუ დათვი ბელთან ერთად ტყიდან გამოვიდა, საფუტკრეს მიუახლოვდა, ღობის რამდენიმე ფიცარი ამოტეხა და წარმოქმნილ ხვრელში ბელი შეაგდო. დათვმა ფუტრკის სკა გახსნა და მშიერი ბელი თაფლით დააპურა - თანაც ისე, რომ თავად თაფლს არ მიჰკარებია და მხოლოდ საკუთარ ნაშიერს, რომელიც თაფლით პირს იტკბარუნებდა, იცავდა ადამიანებისგან... რის შემდეგაც დათვები, ისე, რომ არავინ შეუწუხებიათ, ტყეში გაბრუნდნენ.

აი ფორმალური მიზეზი, რის გამოც საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, ყოველგვარი გასამართლების გარეშე, დათვებს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯა „მოქალაქეთა პირადი  ქონების დაზიანებისთვის“: გატეხილი ღობისა და გახსნილი სკის, ასევე თაფლის ქურდობისთვის! ოღონდ როგორ გამოარჩევს იგი „დამნაშავეებს“ დანარჩენი დათვებისგან? ნუთი ფოტოსურათებითა და დათვურ სერვისში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცენტრში გაცემულ დათვურ პასპორტებში  - მითითებული გვარებით?!

ცნობისათვის: დათვები, როგორც ყველასთვის ცნობილია, საქართველოს ეკოლოგიის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, ძალიან სუფთა ცხოველები არიან და ვერ იტანენ მკვეთრ სუნს, მით უმეტეს, ცხვრების „სურნელს“ - იმ „დახოცილი“ ცხვრების, რომლებიც ცხვრის მწვადის მოყვარული სოფლელების, და არა დათვების სინდისზეა...