რედაქტორისგან
ვისთვისაა ხელსაყრელი კახა კალაძის სახელის დაკავშირება თბილისში ელექტროენერგიის მუდმივ გათიშვებთან? - საქინფორმის გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი სააქციო საზოგადოება „თელასის“ გენერალურ დირექტორ სერგეი კობცევს

1-kobcov-pol-3-red-Mპატივცემულო სერგეი ნიკოლაის ძევ!
მოგმართავთ საქართველოში პირველი საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც თავისი 93-წლიანი ისტორიის განმავლობაშ მუდამ იდგა საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესების სადარაჯოზე და რომელიც ლიდერია რუსეთსა და საქართველოში იმ მცირერიცხოვან მედიას შორის, ყოველდღიურად დიდი წვლილი რომ შეაქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.  თქვენ, რა თქმა უნდა, თავს ბიზნესმენად და მენეჯერად მიიჩნევთ - პოლიტიკისგან შორს მდგომ პიროვნებად, თუმცა საქართველოს პირობებში ეს მთლად ასე როდია. გავმარტავ, თუ რატომ: საქმე ისაა, რომ დედაქალაქის მცხოვრებლებისათვის ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება 9 წლის განმავლობაში ექსმმართველი პარტიის - „ნაცმოძრაობის“ უმთავრესი კოზირი იყო პრეზიდენტ სააკაშვილით სათავეში, რომელმაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დიპურთიერთობები გაწყვიტა. ამიტომ დღეს, როცა თქვენდამი დაქვემდებარებული სააზციო საზოგადოება „თელასი“ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, უწინდელი ხელისუფლების მომხრეების მიერ ეს გამოიყენება, როგორც უძლიერესი პიარ-სვლა ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მისი ხელმძღვანელის - საქართველოს პრემიერ - მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ.

 „არ გინდოდათ მიშა?! ჰოდა, ისხედით სიბნელეში!“ - ხარობენ რევანშისტ - პროპაგანდისტები და მათთვის, უნდა ვაღიაროთ, პასუხის გაცემა ძნელია: რატომ კვლავაც თიშავენ ყოველდღიურად  ელექტროენერგიას თბილისში, როგორც პრეზიდენტ შევარდნაძის დროს? რატომ უხეშობენ და ცრუობენ „თელასის“ საცნობარო სამსახურში?! „აბა რა გინდათ, როცა ენერგეტიკის მინისტრი ფეხბურთელია?!“ - ასე უქმნიან ქალაქელებს აზრს, თითქოს ამაში დამნაშავე ენერგეტიკის მინისტრი - საქართველოს ვიცე-პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი კახა კალაძეა, წარსულში - სახელგანთქმული ფეხბურთელი, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს „თელასის“ სააქციო საზოგადოების მუშაობასთან, რომლის 75 % რუსლ ჯგუფ „ინტერ რაო“-ს ეკუთვნის, ხოლო 25 % - საქართველოს სახელმწიფოს.

„აბა რას ელოდით რუსი ოკუპანტებისგან?!“ - მოისმენთ ასეთ საუბრებსაც, რომლებიც პირდაპირ მიმართულია არა მარტო რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური პარტნიორობის დისკრედიტაციისკენ, რომელიც ასეთი დიდი ძალისხმევით აღადგინეს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, არამედ მოწოდებულია გამოიწვიოს რუსებით უკმაყოფილებაც, შექმნას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების უპერსპექტივობის განცდა.

სერგეი ნიკოლაევიჩ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ საქმეს აქ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟის სუნი უდის? თუ ზემოთქმული თქვენთვის მოულოდნელობას წარმოადგენს, ეს ნიშნავს, რომ თქვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური დიდი ხანია ამ საზოგადოებასთან არ ურთიერთობს, ხოლო დირექტორი უსაფრთხოების საკითხებში, სტეპანიანი ლევონ ვლადიმერის ძე აშკარად თავს ვერ ართმევს თავის მოვალეობებს!

წუხილით მინდა აღვნიშნო, რომ თუკი უწინ სამ უცხოურ კომპანიას შორის, რომლებზეც საქართველოს დედაქალაქის სიცოცხლისუნარიანობაა დამოკიდებული („ყაზტრანსგაზი“, „სილქნეთი“ და „თელასი“) თქვენდამი დაქვემდებარებულ კომპანია ლიდერობდა, ახლა „თელასი“ აშკარა აუთსაიდერია...

საქინფორმი გირჩევთ სასწრაფოდ გაერკვეთ შექმნილ სიტუაციაში და აცნობოთ თბილისელებს, თუ რასთან გვაქვს საქმე: პოლიტიკურ საბოტაჟთან, არაპროფესიონალიზმთან, თუ სამსახურებრივი მოვალეობების დაუდევრად შესრულებასთან? ასევე - რა ზომებს მიიღებთ თქვენ, როგორც ბიზნესმენი და მენეჯერი, „თელასის“ მუშაობაში ნაკლოვანებების გამოსასწორებლად. მინდა აღვნიშნო, რომ მე კარგად ვიცნობ კომპანიას და „ინტერ რაოს“ უმაღლეს ხელმძღვანელობას, რომელიც მოსკოვში, სათაო ოფისში მმასპინძლობდა, ამიტომ იმედს ვამყარებ თქვენს ოპერატიულობასა და გაგებაზე.

პატივისცემით,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 15 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1-kobc-NEW-1