რედაქტორისგან
საქართველოში მიესალმებიან შესაძლო საკადრო ცვლილებებს საქართველოს მთავრობაში! - საქინფორმის პროგნოზები კვლავ მართლდება

1Kadr-pol-2-red-1-mt2014 წლის 7 და 11 სექტემბერს საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა, TV „ობიექტივში“, ვალერი კვარაცხელიას საავტორო გადაცემაში „ოქროს კვეთა“, ორჯერ გააკეთა განცხადება, რომ ჯგუფი, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი ირაკლი ალასანიას ხელმძღვანელობით, რომელშიც მისი მეუღლის ღვიძლი და მაია ფანჯიკიძე (მეტსახელად „ფანჯი ბუ“) და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი (მეტსახელად „ალექს-პეტრიოტი“) შედიან, გარეგნულად თამაშობენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ერთგულებას, სინამდვილეში კი დაკავებული არიან საბოტაჟით საქართველოში სამთავრობო კრიზისის გამოწვევისა და საყოველთაო უკმაყოფილების ტალღაზე პრემიერ-მინისტრის სავარძელში ირაკლი ალასანიას დასმის მიზნით, რომელიც ამ მიზნით ამა წლის ნოემბრის ბოლომდე საქართველოში ნატოს ორი ბაზის გახსნას ჩქარობს!
და აი, 2014 წლის 13 ოქტომბერს საქართველოს ყველა ტელეარხმა დააანონსა საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში, რომლებიც უახლოეს ხანებშია შესაძლებელი, რამაც ქართველი ხალხის დიდი სიხარული გამოიწვია, კერძოდ:  2014 წლის 8 ნოემბერს, პარტიის „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“ ყრილობაზე ირაკლი ალასანია თავისი ამ პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაუბრუნდება, რაც გამორიცხავს მის შემდგომ ყოფნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. პოსტს, სავარაუდოდ, დატოვებს მაია ფანჯიკიძეც, რომელმაც საგანგებოდ მოაწყო ეს გაუგებრობა საგარეო საქმეთა სამინისტროში პრემიერისა და პრეზიდენტის მიწვევებთან დაკავშირებით სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე. სავარძელს გაეყრება ალასანიას მეგობარი და თანამოაზრე - ალექსი პეტრიაშვილიც, ასევე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მეგობარი და მის მიერვე დანიშნული, ნეპოტიზმში მხილებული განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე.

2014 წლის 15 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

1Kadr-pol-2-red-1-1 1Kadr-pol-2-red-1-2