უცხოეთი
„შეეძლო ევროპისა ან ამერიკისთვის ეხელმძღვანელა“: „ფორმულა 1“-ის ხელმძღვანელმა ვლადიმერ პუტინს მხარი დაუჭირა

1barny-zar-3საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრიტანელმა ბიზნესმენმა ბარნი ეკლსტოუნმა რუსეთის პრეზიდენტს „უმაღლესი კლასის პიროვნება“ უწოდა.
ბარნი ეკლსტოუნი, რომელიც ამჟამად „ფორმულა 1“-ს ხელმძღვანელობს, მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინს შეეძლო ევროპისა ან აშშ-სთვის ეხელმძღვანელა.

ბარნი ეკლსტოუნი: „მიმაჩნია, რომ პუტინი უმაგრესი პიროვებაა. მუდამ მხარს ვუჭერდი მას და იმას, რასაც აკეთებდა. მას შეეძლო ევროპისა ან ამერიკისთვის ეხელმძღვანელა. თავისუფლად შეუძლია ამას გაუმკლავდეს. თუმცა ვფიქრობ, რომ ის ძალიან დაკავებულია. დაე ჯერ თავისი საქმეები დაასრულოს და შემდეგ - ვნახოთ“.

68 წლის ბიზნესმენი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება სოჭში, სადაც ახლა ისტორიაში პირველად „ფორმულა 1“-ის რუსული ეტაპი მიმდინარეობს.