რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „უცხოელი მონადირეები გარემოს დაცვის მინისტრ ხოკრიშვილსა და ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს ათობით ათას დოლარს უხდიან?!“

1datvi-aqt-1-red-1საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი.
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს
ბატონო პრემიერ-მინისტრო!
სკანდალურ გარემოებებს, რომელთა შესახებაც გასულ კვირას საქინფორმი წერდა სარედაქციო პუბლიკაციაში შეაჩერეთ მკვლელი! გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, სოროსელმა ელგუჯა ხოკრიშვილმა „წითელ წიგნში“ შეყვანილი და საქართველოში 200-მდე დარჩენილი მურა დათვის დახოცვის განკარგულება გასცა!, მოულოდნელად კრიმინალური გაგრძელება მოჰყვა.
უწინ ჩვენ მიგვაჩნდა, რომ მინისტრი ხოკრიშვილი, რომელმაც ხელმოსაწერად მურა დათვების ლიკვიდაციის შესახებ განკარგულება შემოგაჩეჩათ, - უბრალო მესაბოტაჟე, სააკაშვილის მეგობარი და თანამოაზრეა, რომელიც „თავისუფალ ზონასთან“ ერთად, საგანგებოდ გიკეთებთ შავ პიარს. თუმცა, ახლა გვაქვს ეჭვი, რომ ხოკრიშვილი მსხვილი მექრთამეა, რომელიც ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტების კორუმპირებულ გამგებლებთან წილშია. კიდევ ვიმეორებ - საქინფორმს აქვს ეს ეჭვი და ჩვენ არ ვაპირებთ ზემოხსენებული ჩინოვნიკების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, თუმცა, ქვემოჩამოთვლილი ინფორმაცია პროკურატურამ უნდა გააკონტროლოს!

მაშ ასე: ხოკრიშვილი ოთხი (?!) მურა დათვის ლიკვიდაციას ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ვითომდა დათვებით „შეშინებული“ მოსახლეობის წერილობითი თხოვნით ხსნის. ამასთან დაკავშირებით იბადება ოთხი შეკითხვა:

კითხვა №1 - ნუთუ ეკოლოგიის მინისტრმა - გაუპარსავმა გერმანელმა პროფესორმა ხოკრიშვილმა არ იცის ის, რაც იცის საქართველოში ნებისმიერმა პირველკლასელმა, კერძოდ კი, ის, რომ დათვი ძუძუმწოვარია და ადამიანებს არ ჭამს?

კითხვა №2 - რატომ აცხადებს „აბლავას“ გაუპარსავი ხოკრიშვილი მხოლოდ ხელვაჩაურის, ყვარლისა და ქედის მუნიციპალიტეტებში? ნუთუ მიაჩნია, რომ ტყეში დათვის ჩაწერა, საზრღვრები და სავიზო რეჟიმი არსებობს და რომ ეს ოთხი კონკრეტული დათვი ტყეში კი არ გადაადგილდება, არამედ „ჩაწერის ადგილას“ ცხოვრობს და მკაცრად იცავს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს?

კითხვა №3 - ნუთუ გაუპარსავმა პოტსდამელმა ეკონომისტმა ხოკრიშვილმა არ იცის, რომ დათვები მხოლოდ მაშინ მიდიან ადამიანებთან, როცა ძალიან დამშეული არიან? ნუთუ არ შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლო ყავის, სიგარეტისა და უსაქმურობისგან გასიებული მისი სამინისტროს თანამშრომლების ნახევარი, რომლებსაც ტყე თავის სიცოცხლეში არ უნახავთ და გამოთავისუფლებული ფულით ოთხი დათვი გამოკვებო?

კითხვა №4 - ნუთუ გაუპარსავმა სოროსელმა ხოკრიშვილმა არ იცი ის, რაც იცის ნებისმიერმა ქართველმა მწყემსმა - კერძოდ ის, რომ დათვი ვერ იტანს ხმაურს და საქმეს არ იჭერს მყეფარა ძაღლებთან? ნუთუ იმ „შეშინებულ“ სოფლელებს ორი ძაღლიც არ ჰყავთ?! და ნუთუ   საგადასახადო პოლიტიკის სპეციალისტსა და ფისკალ ხოკრიშვილს დაავიწყდა, რომ მის მშობლიურ გერმანიაში ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ გაცილებით პატარა დანაშაულზე შესაძლოა ციხეში ჩაგსვან?

მაგრამ საქმე ისაა, რომ სინამდვილეში არავითარი წერილები დათვებისგან „შეშინებული“ სოფლელებისგან არ ყოფილა! თუმცა, მათი დაწერა შესაძლოა ახლა აიძულონ უკანა რიცხვით - მას შემდეგ, რაც საქინფორმმა განგაში ატეხა, საიმედოობისთვის კი ვინმე მოკლან და ამაში დათვი დაადანაშაულონ!

არსებობენ მდიდარი უცხოელები - მილიონერები, რომლებიც დათვებზე ელიტური ნადირობისათვის საქართველოში მზად არიან ათობით ათასი დოლარი გადაიხადონ! თითო მოკლულ დათვში - 50 ათასი დოლარი, პლუს სასტუმროები, ბუნებაში მონადირული პიკნიკები, ტრანსპორტის - ცხენებისა და “ჯიპების“, ძაღლებისა და გამცილებლების დაქირავება, აგრეთვე ხარჯები სხვადასხვა გასართობებზე, საქართველოდან ძვირფასი საჩუქრების (ხანჯლები, ხალიჩები, ნახატები) ყიდვაზე, მთასა და ზღვაზე დამატებით ტურისტულ ტურებზე და ა.შ.

კიდევ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, ასევე სამი ზემოჩამოთვილილი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს შეეძლებათ სოლიდურად შეავსონ თავისი პირადი მატერიალური რესურსი ობლად დარჩენილი დათვის ბელების გაყიდვის ხარჯზე, რომლებსაც რესტორნებს, ცირკებს, ზოოპარკებსა და კერძო პირებს მიჰყიდიან - მათ ვილებზე შეზარხოშებული სტუმრების გასართობად.

საქინფორმს აქვს ინფორმაცია, რომ საქართველოში ნადირობის მოსურნე უკვე ბევრია - მოცემულ მომენტში, ეს მდიდარი და მაღალი თანამდებობის პირები არიან რუსეთიდან და უკრაინიდან.