უცხოეთი
რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს ექსხელმძღვანელი: აშშ-სა და რუსეთისთვის „პოლიტიკურ დონეზე ძლიერი დიალოგი“ აუცილებელია

1EKS-zar-1საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. „პოლიტიკურ დონეზე ძლიერი დიალოგის“ გამართვა აშშ-ისა და რუსეთის ინტერესებშია.
ამის შესახებ რფ-ის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, საერთაშორისო საკითხებში რუსეთის საბჭოს პრეზიდენტმა იგორ ივანოვმა ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „აშშ-სა და რფ-ს შორის დღევანდელი სიტუაცია ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე უარესია და არა მარტო „ცივი ომის“ მომენტიდან, რამედ ამ ურთიერთობების მთელი ისტორიის მანძილზე. ჩვენ არ გვაქვს რეალური არხები მსჯელობისათვის, არ გვაქვს დიალოგი პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა ივანოვმა და აღნიშნა, რომ „ორივე ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესშია ამ დიალოგის აღდგენა“.

ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებული როლი ამაში სამოქალაქო საზოგადოებამ, რუსეთისა და აშშ-ის არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეასრულონ. ივანოვის თქმით, ახლა რუსეთსა და აშშ-ს, როგორც არასდროს, ერთმანეთი ისე სჭირდებათ.