რედაქტორისგან
საქინფორმის ფოტორეპორტაჟი: „დიდი ზომები და დიდი ზომბები - „თავისუფალ ზონასთან“, პოლიციის მიერ მიღებული ზომების გამო, აქციამ განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა

MTAVARIსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. გუშინ, თბილისში, პეკინის ქ. №34-ში საქართველოს ექსმმართველი პარტია „სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული რაზმის - „თავისუფალი ზონის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა. მიტინგში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრები, ყოფილი პოლიტპატიმრები, სტუდენტები, გაზეთი „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები, ასევე, საქართველოში ცნობილი სახეები - საზოგადო მოღვაწეეები, პოლიტიკოსები, კულტურის მოღვაწენი, ქართული არმიისა და ძალოვანი სტრუქტურების ვეტერანები.

 მკვლელებო! ჯალათებო! ქათმებო!“ - უყვიროდნენ საპროტესტო აქციის მონაწილენი, ცოცხებისა და წყლით დიდ ზომებამდე გაბერილი პრეზერვატივების ქნევით, კედლებთან მდგარ „ზონის“ წევრებს. „პუტინის მონებო! მიშა მაგარია! გაუმარჯოს ბაჩოს!“ - დაზომბებულებივით ყვიროდნენ პასუხად ისინი, საქართველოსა და ევროკავშირის დროშების ფრიალით, და რფ-ის პრეზიდენტის მისამართით უცენზურო სიტყვებს ურთავდნენ.

თუ სათვალავში არ მივიღებთ კვერცხებს, რომლებსაც ორივე მხრიდან ისროდნენ და ამისათვის დაკავებულ „თავისუფალი თაობის“ ერთ-ერთ აქტივისტს, ღონისძიებამ განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა - მისი ორგანიზატორებისა და, უფრო მეტად, პოლიციელების ორმაგი კორდონის წყალობით, რომელიც მხარეებს აუღებელ კედლად ჰყოფდა. წესრიგის დამცველები ხომ აქციაზე ერთად აღებულ ყველა სხვა დანარჩენზე სამჯერ მეტი იყვნენ!

1 2
3 4
5 6
7 8
9 10
11 12
13 14
15 16
17 18
19 20