რედაქტორისგან
SOS!!! „საქართველოში დაიწყო სისხლიანი ანგარიშსწორებები ჟურნალისტებზე! საქართველო მასობრივი არეულობებისა და სახელმწიფო გადატრიალების საფრთხის წინაშეა!“ - საქინფორმის ექსტრენული მიმართვა ყველა ჟურნალისტსა და მედიას

zaza-red-Mგუშინ, 2014 წლის 30 სექტემბერს, საღამოს, 19:45 საათზე, 10-12 დამნაშავისგან შემდგარი ბრიგადა, ბულაჩაურისა და იოსებიძის ქუჩების კვეთაზე სასტიკად გაუსწორდა პოპულარული ქართული გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ერთ-ერთ წამყვან ჟურნალისტს, ცნობილ უფლებათადამცველსა და ყოფილ პოლიტპატიმარ ზაზა დავითაიას, რომელიც მძიმე მდგომარეობაში, ტვინის შერყევითა და ჩამტვრეული ნეკნებით, რეანიმობილით გადაიყვანეს ღუდუშაურის საავადმყოფოში (იხ. ვიდეო).

თავდამსხმელები საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისა და მისი ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ბოევიკები აღმოჩნდნენ, რომელიც, ძირითადად, დაკომპლექტებულია საქართველოს შსს სპეცნაზის ქვედანაყოფების ყოფილი ბოევიკებით, უწინ შს მაშინდელი მინისტრი მერაბიშვილის ყველა მსგავს უკანონო დავალებას, მლვლელობის ჩათვლით, რომ ასრულებდნენ.  ერთ-ერთი მათგანი - დავით გოგოხია, რომელიც წელამდე შიშველი და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი, პოლიციასაც არ შეეპუა, დააკავეს. ამოცნობილია კიდევ ერთი თავდამსხმელი - „თავისუფალი ზონის“ ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა. დანაშაულის მოტივი ერთია - პოლიტიკური ანგარიშსწორება. „თავისუფალი ზონის“ რევანშისტები არ მალავენ, რომ ტერორის მეთოდებით ხელისუფლება ხელში უნდა ჩაიგდონ და ის მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუბრუნონ (იხ. ვიდეო).

 ინციდენტის შემდეგ, რომელიც მკვლელობად არ იქცა მხოლოდ გარშემო მრავლად განთავსებული მაღაზიების გამყიდველი ქალების ჩარევის წყალობით. ჟურნალისტები, სტუდენტები და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ წევრები თბილისში, პეკინის ქუჩაზე „თავისუფალი ზონის“ სათაო ოფისში მივიდნენ, ჟურნლისტ ზაზა დავითაიაზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, საპროტესტო პეტიციის გადასაცემად, მაგრამ „თავისუფალი ზონის“ აქტივისტების მიერ, „ნაცმოძრაობის“ პარლამენტარ კობა ხაბაზის ხელმძღვანელობით, სასტიკად იქნენ ნაცემი და იქიდან გამოყრილი (იხ. ვიდეო).

ამ მძიმე წუთებში საქინფორმი მიმართავს ყველა ჟურნალისტსა და მსოფლიო მედიას მხარდაჭერის თხოვნით! საქართველოს ხელისუფლებას დრეს არ შეუძლია დაიცვას თავისი მოქალაქეები, ის უძლური აღმოჩნდა დამნაშავების, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავეებისა და მისი დამფინანსებელი დასავლეთის გარკვეული წრეების წინაშე! სააკაშვილის ბრძანებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალმა ზონამ“, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა „სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფს“ უწოდებს, სისხლიანი ანგარიშსწორება დაიწყო პოლიტიკურ ოპონენტებზე საქართველოში, რაც სისხლისმღვრელ მასობრივ არეულობებში გადაიზრდება და შედეგად უმწეო ხელისუფლების დამხობას მოიტანს, რომელმაც 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვერ მოახერხა შეეჩერებინა დამნაშავეები, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა მათი მეთაური - სააკაშვილი და აეკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ მისი დივერსიულ-მოიერიშე რაზმით „თავისუფალი ზონა“, როგორც ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაცია! განხეთქილება ქართველ საზოგადოებაში დღეს იმდენად ღრმაა, რომ ქართველები აფხაზებსა და ოსებს უფრო შეურიდგებიან, ვიდრე ერთმანეთს!

კოლეგებო, დაგვეხმარეთ გადავარჩინოთ საქართველო, რომელიც დღეს სამოქალაქო ომის ზღურბლზეა! დაგვეხმარეთ, სიმართლე მივიტანოთ ადამიანებამდე მთელ მსოფლიოში, გაავრცელეთ მხოლოდ ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, თორემ ხვალ ისეთი უბედურება, რომელშიც ქართველი ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, შესაძლოა თავს დაატყდეს თითოეულ თქვენგანს!

 

საქინფორმის ჟურნალისტები
საქინფორმის რედაქცია
საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 1 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი, საქინფორმი

zaza-red-1 zaza-red-2