რელიგია
„სომხების ყოფნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ძლიერების საწინდარია. საქართველოს სომხებმა რომ სახელმწიფო - ქართულ ენაზე უნდა ისაუბრონ, ეს ერთმნიშვნელოვანია!“ - არქიმანდრიტი ბაბკენ სალბიანი

zar-3-relსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. სომხობის შენარჩუნების პრობლემა არა მარტო ჯავახკში, არამედ ყველგან, პირველხარისხოვანია, საქართველოში კი განსაკუთრებით, - Tert.am-თან საუბარში აღნიშნა ჯავახკის საერთო ვიკარიატის მეთაურმა, არიმანდრიტმა ბაბკენ სალბიანმა. „საქართველო სომხეთის ერთ-ერთი მოკავშირე და მეგობარი ქვეყანაა, სადაც 500 ათასამდე სომეხი ცხოვრობს, სომხების აქ ყოფნის ფაქტი სომხეთის რესპუბლიკის ძლიერების საწინდარია“, - აღნიშნა მან.

არქიმანდრიტის თქმით, საქართველოში სომხობის შესანანარჩუნებლად მარტო ეკლესია როდია დაკავებული: „დღითიდღე იხსნება ახალგაზრდული ცენტრები, რომელიც ხელს უწყობს სომხურ აღზრდას. 10 წლის წინ ალბათ ასეთი ცენტრის გახსნაზე ფიქრიც კი სასაცილო იყო, დღეს კი, მადლობა ღმერთს, ეს რეალურია. საკმარისი ცენტრები გახსნა ეკლესიამაც, სადაც ჩვენი ბავშვები იკრიბებიან“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ენის შენარჩუნების საკითხი. „ჩვენთვის პრიორიტეტული ამოცანაა, რომ სომხურ ენას მეორე სახელმწიფოებრივი ენის სტატუსი მიენიჭოს, არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, მაგრამ სომხებმა რომ სახელმწიფო ენაზე უნდა ილაპარაკონ, ეს ერთმნიშვნელოვანია“, - თქვა მან და არნიშნა, რომ საქართველოს სომხურ სკოლებში სომეხი ხალხის ისტორიას ძირითადად, ფაკულტატიურად გადიან.