უცხოეთი
„რუსეთი დიდხანს არ არსებობდა სომხეთის საინფორმაციო ველში, რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ მედია-სივრცეში სრულებით გამქრალია სომხეთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესზე რუსეთის თვალსაზრისი“ - ფეისბუქ-მაიდანი სომხეთში

zar-2-anსაქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. რუსეთსა და დასავლეთს შორის მზარდი კონფრონტაციის ფონზე სიტუაცია მწვავდება სომხეთის საინფორმაციო სივრცეშიც, სადაც გაჩაღდა თავისებური „ომი გონებისა და გულისთვის“ დასავლეთსა და რუსეთს შორის.
წამყვანი სომეხი ექსპერტები საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროში სამველ მარტიროსიანი და ტიგრან კოჩარიანიოდნაკო. ევრაზია“-სთან ინტერვიუში შეეცადნენ დაედგინათ ძალთა გადანაწილება სომხეთის საინფორმაციო ველსა და ზემოქმედების არხებზე დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან.

სომხეთში საინფორმაციო ველი თავისებურ გარდამავალ ეტაპზეა, რადგან აჟიოტაჟი არჩევნების შემდეგ ჩაცხრა, დაიხურა ბევრი პოლიტიკური მანიპულაციისთვის დროებით გახსნილი საინფორმაციო სააგენტო, - მიაჩნია სამველ მარტიროსიანს. ამავდროულად, სავარაუდოდ, უკვე სექტემბერიდან დაწყებული, რესპუბლიკას სერიოზული პოლიტიკური ბატალიები ელოდება.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ რუსეთის საინფორმაციო ველს პირდაპირი წვდომა აქვს სომეხ საზოგადოებასთან ენობრივი ბარიერის არარსებობის, რუსულ ტელეარხებზე ხელმისაწვდომის, ასევე რუსეთიდან სომხების პირდაპირი გავლენის გამო სომხეთში თავისი ნათესავებისა და მეგობრების გონებაზე. მაშინ, როცა დასავლეთის საინფორმაციო ველს საკმაოდ სუსტი პირდაპირი გავლენა აქვს სომხურ სოციუმზე იმ მიზეზით, რომ ქვეყანაში ინგლისურის და, მით უფრო, სხვა ენების მცოდნენი საკმაოდ ცოტა არიან და ევროპისა და აშშ-ს საინფორმაციო ნაკადების უმეტესობა სომხეთში რუსული ანდა სომხური თარგმანით ხვდება მედიაში.

მარტიროსიანის თქმით, მეორეს მხრივ, ევროკავშირის ქვეყნები და აშშ, საელჩოების დონეზე აქტიურად მუშაობენ მედია-სფეროსთან. მარტიროსიანის სიმპათიები აშკარად არ იხრება რუსეთისა და ევრაზიისკენ, რაც ეპითეტებითაც შესამჩნევია. თუმცა, ის აღიარებს, რომ დასავლეთის პროპაგანდა „ნაკლებ აზრიანია“.

ერთიანობაში შეიძლება იმის კონსტანტირება, რომ რუსული პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ევროკავშირისა და აშშ-ს წარმოჩინებას, როგორც არა უბრალოდ ხრწნაშეპარული, არამედ სრული დეკონსტრუქციის ეტაპგავლილი ცივილიზაციისა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა სომხეთში, რაც, ვფიქრობ, იმითაა გამოწვეული, რომ სომეხი საზოგადოება საკმაოდ კარჩაკეტილია, მცირე შანსი აქვს დასავლეთის კულტურასთან ზიარების. ევროკავშირი კი, მაგალითად, თავის საინფორმაციო პოლიტიკაში სომხეთში ეყრდნობა საკმაოდ მცირედ გააზრებულ ვექტორებს, რომლებიც საშუალებას არ აძლევენ საზოგადოებას, ერთიანობაში ჰქონდეს წარმოდგენა იმისა, თუ რა სურს ევროპას სომხეთში. ამ კითხვაზე სომეხ საზოგადოებას პასუხს სცემენ რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც პედოფილურ-კანიბალურ კოშმარს აღწერენ ყველაზე უარესი პოსტაპოკალისფსური სურათის დონეზე“, - აცხადებს იგი.

სამაგიეროდ, აღნიშნავს მარტიროსიანი, თუ სიტუაციას სხვადასხვა ფეისბუქის თვალსაზრისით შევხედავთ, აქ „შეგვიძია ვისაუბროთ ანტირუსული განწყობის პრევალირებაზე. ამავე დროს, ტაქსისტების დონეზე, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ოფლაინური ტიპის სოცქსელი, სახეზეა პრორუსული განწყობა. სწორეა ამიტომ, ანტირუსული ან, ვთქვათ, პროევროპული განწყობა, მიუხედავად მისი სიძლიერისა, არ გადმოიღვრება მეტ-ნაკლებად დიდ აქციებიში ოფლაინში. ამასთან, ასეთ აქციებს ბლოკავენ ძირითადი პოლიტიკური ძალების უმრავლესობის მიერ“, - წუხს მარტიროსიანი.

სიტუაციის თითქმის სარკისებური შეფასება აქვს ტიგრან კოჩარიანს.  მისი თქმით, სომხეთის საინფორმაციო ველში არსებული სიტუაცია საკმაოდ რთულია.

სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი არ არსებობდა სომხეთის საინფორმაციო ველში, რის შედეგადაც მედია-სივრცეში პრაქტიკულად არ არსებობს სომხეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროცესზე რუსული თვალსაზრისი. ტოტალურმა უმოქმედობამ ამ საკითხში მიგვიყვანა იქამდე, რომ მედია-ველში, განსაკუთრებით, სომხურენოვანში, რუსეთის ყველა ნაბიჯი ხშირად აღიქმება ნეგატიურად,ხოლო ანალოგიური ქმედებები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან - დადებითად“, - აღნიშნავს იგი.