უცხოეთი
„ამერიკის ლიდერობა ერთადერთი კონსტანტაა გაურკვეველ მსოფლიოში!“ - აშშ-ის პრეზიდენტმა ბოლოსდაბოლოს ღიად აღიარა, რომ ამერიკა მსოფლიოს მეთურია!

zar-1საქართველო, 29 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავისი ყოველკვირეული რადიომიმართვისას განაცხადა, რომ აშშ-მა გასულ კვირას მოახდინა მსოფლიოს მობილიზება ზოგიერთი მნიშვნელოვანი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად. გამოწვევათა შორის ობამამ აღნიშნა 1 - ტერორისტული დაჯგუფება „ისლამის სახელმწიფო“, 2 - უკრაინაში რუსეთის მოქმედებები, 3 - ებოლის ციებ-ცხელება.

მსოფლიოს სურს, რომ წინ წარვუძღვეთ და ამ პასუხისმგებლობას მივესალმებით. ჩვენ თავისუფლების ამაყი მემკვიდრეობის მემკვიდრეები ვართ. და როგორც მსოფლიოს გასულ კვირას დავანახვეთ, მზად ვართ, ყველაფერი ვიღონოთ იმისათვის, რომ ეს მემკვიდრეობა მომავალი თაობებისათვის დავიცვათ“, - დასძინა ობამამ, რომელიც აშშ-ის განსაკუთრებულობის ვირუსითაა დაავადებული, ისევე, როგორც მისი გიჟი მეგობარი სააკაშვილი...