უცხოეთი
ობამა: „ჩვენ ვაიძულებთ რუსეთს აგრესიის საზღაური გადაიხადოს! ამერიკა და ჩვენი მოკავშირეები მხარს დაუჭერნ უკრაინელ ხალხს დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში. გავაძლიერებთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს!“

1Barak-zar-1-anსაქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გაეროს გენასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ თავისი სიტყვის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთსა და უკრაინას მიუძღვნა. „ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ჩვენმა წინამორბედებმა გაიგონ, რომ არა ომის, არამედ თანამშრომლობი წყალობით მეტს მოვიგებთ“, - აღნიშნა მან.

რუსეთის მოქმედებებმა უკრაინაში გამოწვევა ესროლა ომისშემდგომ წესრიგს. მას შემდეგ, რაც უკრაინის მოსალხეობამ საპროტეტსო გამოსვლები დაიწყო და რეფორმებისკენ მოუწოდა, მათი კორუმპირებული პრეზიდენტი გაიქცა. კიევში მთავრობის ნების წინააღმდეგ ანექსირებული იქნა ყირიმი. რუსეთმა იარაღი მიმართა აღმოსავლეთ უკრაინაზე, ასაზრდოა აგრესიული სეპარატისტები და ამ კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა.

ამერიკა და მისი მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და კოლექტიურ თავდაცვას. ვაიძულებთ რუსეთს, აგრესიისთვის ზღოს“, - განაცხადა ობამამ.