უცხოეთი
ობამა: „ განზრახული გვაქვს გავაძლიეროთ ჩვენი საგანგებო დახმარება არსამთავრობო ორგანიზაციებისათვის, რომლებიც თავდასხმებს ექვემდებარებიან! დამატებით ზომებს მივიღებთ ამ ჯგუფებისთვის დონორებისა და დაფინანსების გამოსანახავად!

zarub-2-anსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ობამამ დაასახელა „ახალი ზომები“, რომლებსაც აშშ განახორციელებს ადგილებზე „სამოქალაქო საზოგადოებების“ განვითარების ხელშეწყობისათვის. ამის შესახებ „იტარ-ტასი“ იუწყება.

ჯერ ერთი, - განაცხადა მან, - სამოქალაქო საზოგადოებების ჯგუფების დაცვა და მათთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარება ამიერიდან აშშ-ის მთელი მთავრობის მისია ხდება. ახალი საპრეზიდენტო მემორანდუმის შესატყვისად, რომელსაც გამოვცემ, ფედერალური უწყებები და სააგენტოები რეგულარულად დაამყარებენ პარტნიორულ ურთიერთობებს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და კონსულტაციებს გაუწევენ“. პრეზიდენტის თქმით, „ეს ჯგუფები წინ აღუდგებიან უცხოური მთავრობების მცდელობებს განსაზღვრონ ჩვენი დახმარების ხასიათი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“. „ასე რომ, ეს ახლა მარტო სახელმწიფო დეპარტამენტისა ან საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  კი არა, მთელი მთავრობის ამოცანაა. ეს (რეალიზაციისკენ მიმართული ძალისხმევა) ამერიკის ლიდერობის ნაწილია“, - აღნიშნა მან.

მეორეც, განაგრძო პრეზიდენტმა, აშშ „შექმნის ახალ ინოვაციურ ცენტრებს მთელ მსოფლიოში სამოქალაქო საზოგადოების გავლენის გასაძლიერებლად“. „მომავალი წლიდან, - განაცხადა მან, - სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს შეეძლებათ ეს ცენტრები კავშირების დასამყარებლად  და იმ ცოდნის, ტექნოლოგიებისა და დაფინანსების მისაღებად გამოიყენონ, რომლებიც თავისი იდეების ხორცშესხმისთვის სჭირდებათ“. პირველი ექვსი ასეთი ცენტრი, ობამას თქმით, ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში შეიქმნება.

„ეს ნიშნავს მეტი მხარდაჭერის აღმოჩენას მათთვის, ვინც იბრძვის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების შემზღუდველი კანონების წინააღმდეგ“, - განმარტა მან.