რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „ღმერთმა რუსეთს ლიდერი - ძიუდოს ოსტატი პრეზიდენტი პუტინი უწყალობა, რომელსაც რუსეთი გამარჯვებისკენ მიჰყავს. გადაარჩენს თუ არა საქართველოს პრემიერი ღარიბაშვილი, შავი ქამრის მფლობელი კარატეში?"

polit-1-redaq-1საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო საქინფორმის დირექტორისა და მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის გამოსვლა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ (2014 წლის 23 სექტემბერი, საქართველო, თბილისი, „BETSY’S HOTEL”)

 პატივცემულო მონაწილეებო და კონფერენციის სტუმრებო! ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო!

როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თავის ამასწინანდელ ქადაგებაში განაცხადა, „მსოფლიოში დღეს კეთილისა და ბოროტის ბრძოლა მიმდინარეობს, უფრო ზუსტად - ბოროტება ებრძვის სიკეთეს...“.

დავაზუსტებ - დღეს მსოფლიოში, პირველადცივი ომისშემდეგ, რუსეთისა და აშშ-ის აშკარა დაპირისპირება დაიწყო - ორი, დაახლოებით თანაბარი ძალის მსოფლიო ცენტრის, რომელთაგან თითოეულს ჰყავს თავისი მოკავშირეები, ოღონდ რუსეთის ფედერაცია დღეს, სსრკ-სგან განსხვავებით, აბსოლუტურად პრაგმატული გახდა, აშშ-ს კი ამძიმებს უზარმაზარი სახელმწიფო -საგარეო და შიდა ვალები. თანაც, ღმერთმა რუსეთს გამოჩენილი ლიდერი - ძიუდოს ოსტატი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უწყალობა, რომელსაც რუსეთი გამარჯვებისკენ მიჰყავს. გადაარჩენს თუ არა საქართველოს მისი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც კარატეში შავ ქამარს ფლობს?

საქმე ისაა, რომ საქართველო უკვე ჩათრეულია აშშ-ის ომში რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მხარეზე. 2014 წლის სექტემბრამდე ამას არაოფიციალური ხასიათი ჰქონდა: ექსპრეზიდენტ სააკაშვილის რამდენიმე ათასი დაქირავებული მებრძოლი, რომლებიც კიევის ხუნტის მხარეზე „დონბასის“, „აზოვისა“ და „დნეპრის“ ბატალიონებში იბრძვიან; თავად სააკაშვილი - მაიდანის სულისჩამდგმელი მისი პირველივე დღეებიდან და მთავარი კონსულტანტი - კიევის ხელისუფლების თანაშემწე; „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები და სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრები, რომლებიც წამდაუწუმ ჩადიან მასთან კიევში უკრაინის ახალი ხელისუფლების მრჩევლების სახით, რომელთაგან ზოგიერთი ოფიციალურად დაინიშნა, მაგალითად, ბენდუქიძე; შესაბამისი ტექნიკური დახმარება, მაგალითად, ქართული თავდაცვის საწარმო „დელტადან“ მოპარული ნახაზების მიხედვით შექმნილი უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებითაც დღეს მთელ უკრაინულ არმიას აღჭურვავენ და რომლის პირველი გამოცდებიც უკრაინულ პოლიგონზე ე.წ. შს მინისტრ ავაკოვისთვის ნახაზების მიმყიდველმა სააკაშვილმა ჩაატარა.

ტუმცა, 2014 წლის სექტემბერიდან, სააკაშვილისა და მისი ლობისტების (მაკკეინი, კარდიანი, შაჰინი, რუბიო, რიში, ეშტონი, ფულე, ბილდტი, ორბანი, საირუშ-ვოლსკი, კრეიმერი, დმიტროვი და სხვ.) მიერ ორგანიზებული, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის ხელმძღვანელობის მხრიდან პრემიერ ღარიბაშვილის მთავრობაზე მიტანილი ტოტალური იერიშის შემდეგ - იმის გამო, რომ საქართველო უკრაინას სათანადოდ არ ეხმარება, და როგორც მუდამ აქცენტს აკეთებს სააკაშვილი, „კრემლს ეკეკლუცება იმიტომ, რომ საქართველოს „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი ივანიშვილი და მისი მარიონეტი - პრემიერი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს“, საქართველოს მთავრობა წინდაუხედავად შეეცადა საპირისპიროს დამტკიცებას, რის შედეგადაც საქართველო აშშ-სა და რუსეთის ომში უკვე ოფიციალურად აღმოჩნდა ჩათრეული. ამას მოწმობს:

1. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მუდმივი ოფიციალური განცხადებები, რომელიც „აგრესორ“ - რუსეთს კიცხავს,  სადაც მან არაერთხელ გააიგივა უკრაინის 2014 წლის მოვლენები საქართველოს 2008 წლის მოვლენებთან და აღნიშნა, რომ რუსეთმა დღეს ზუსტად ისე დასაჯა უკრაინა ყირიმის წართმევით, როგორც მაშინ საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მისაკუთრებით.

2. სააკაშვილთან ერთად მარგველაშვილის დასწრება უკანონოდ არჩეული უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე.

3. მარგველაშვილის 2014 წლის 24 აგვისტოს წერილი პოროშენკოსადმი უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვასთან დაკავშირებით (უფრო სწორად, მისი დაკარგვის!) და მისი ახალი ხელისუფლების ერთმნიშვნელოვნად მხარდაჭერის გამოხატვით, ამასთან - საქართველოს მთელი მოსახლეობის სახელით (?!).

4. მარგველაშვილის რამდენიმე ოფიციალური სატელეფონო ზარით პოროშენკოსთან სოლიდარობის გამოხატვითა და რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივი გამოსვლის აუცილებლობისა და ნატოს უელსის სამიტზე ერთიანი პოზიციის  შემუშავების წინადადებით.

5. მარგველაშვილის 2014 წლის 31 აგვისტოს ექსტრენული განცხადება - მას შემდეგ, რაც დონბასის სახალხო ლაშქარი კონტრშეტევაზე გადავიდა, სადაც მან „უკიდურესი აღშფოთება“ გამოთქვა „აგრესორის - რუსეთის ფედერაციის უხეში სამხედრო ჩარევით, რომელიც სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, დაარღვია მისი ტერიტორიული მთლიანობა და იქ ომი გააჩაღა!“.

6. დემაგოგ მარგველაშვილის განცხადება ტელეკომპანია „BBC“-ის გადაცემა „Hardtalk“-ში 2014 წლის 4 სექტემბერს, სადაც იგი ეჭვქვეშ აყენებს ჰაიდი ტალიავინის დასკვნას და აცხადებს, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოში, ისევე, როგორც უკრაინამ 2014 წელს, არასგზით არ შეეძლო ომის დაწყება საკუთარ ტერიტორიაზე - ანუ, ომი 08.08.08 გააჩაღა რუსეთმა, რითიც, ამავდროულად ამართლებს თავის წინამორბედს - სააკაშვილს მის მთავარ დანაშაულში კაცობრიობის წინააღმდეგ - საკუთარი ქვეყნის ოსი მოქალაქეების გენოციდში.

7. ნატოს უელსის სამიტი, რომელზეც საქართველოს დელეგაციამ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, ნატოს აჩუქა მთელი საქართველო, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამოკლებით, და არსობრივად შეეგუა ამ ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას. სწორედაც რომ აჩუქა, თუმცა ქვეყანა - ასპირანტიც კი აღარ არის, რომელსაც ოდესმე ნატოს წევრობის მოსამზადებელი გეგმა (MAP-ი) „ეჯღანება“, აჩუქა რუსეთის ჯიბრზე და ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაცია „ერაყისა და კავკასიაში ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ მთავარ სამიზნედ იქცა. რადგან დღეს საქართველოში, პანკისში ჩეჩენი ბოევიკების საწვრთნელი ბანაკების ნაცვლად, აშშ, კრწანისის პოლიგონის გარდა, ბანაკებს გახსნის ნატოელი ბოევიკების მოსამზადებლად ვაზიანის პოლიგონზე, რომელსაც უწყინრად „სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი“ უწოდეს. აქ ამერიკელი ინსტრუქტორები ქართულსა და შერეულ კონტინგენტებს ერაყსა და სამხრეთ-აფრიკის რესპუბლიკაში ISAF-ის მისიებსა და „გადამწყვეტ მხარდაჭერაში“ მონაწილეობისათვის გასაგზავნად, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ტერორისტული სპეცოპერაციებისათვის მოამზადებენ, ისეთის, როგორიც იყო 2004 წელს ბესლანში, 2014 წელს - უკრაინაში. გარდა ამისა, აქ მუდმივად ჩატარდება ნატოს წვრთნები, საქართველოს სამხედრო აეროდრომები და მთლიანი ლოგისტიკური სივრცე კი ავღანეტიდან ამერიკის კონსტინგენტის გამოსაყვანად იქნება გამოყენებული.

8. პარლამენტის მიერ 2014 წლის 4 სექტემბერს მიღებული ანტირუსული რეზოლუცია უკრაინის შესახებ, რომელიც „აგრესორ“ - რუსეთის ფედერაციას გმობს „ძალისმიერი მეთოდებისა და უკრაინის ოკუპაციის გამო“.

9. ნატოს პირველი წვრთნები „Rapid Trident” უკრაინაში 2014 წლის 16-დან 26 სექტემბრამდე იავაროვოს პოლიგონზე ლვოვის ოლქში, სადაც ნატოს ჯარისკაცებტან ერთად მონაწილეობას იღებს საქართველოს შეიარაღებული ძალების 1-ლი ბრიგადის ქვედანაყოფი. წვრთნების მიზანი „უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებზე ერთობლივი ელვისებური დარტყმაა“ (როგორც ცნობილია, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს აშშ, ევროკავშირი და კიევი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სახალხო მოლაშქრეებს უწოდებენ).

10. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტის ოფიცრების მონაწილეობა უკრაინა-ამერიკის 2014 წლის 17-18 სექტემბრის საზღვაო წვრთნებში „Sea Breeze 2014“, ნატოს წევრი-სახელმწიფოებისა და პარტნიორების სანხედრო-საზღვაო ძალებთან ერთად: 2 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე უკრაინის, აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, შვედეთის, თურქეთისა და რუმინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიდან, ასევე ხომალდი-გამანადგურებელი „ROSS” (აშშ), ფრეგატი „TORONTO“ (კანადა), ფრეგატი „ADM DE BORBON“ (ესპანეთი), კორვეტი „BUYUKADA“(თურქეთი), ფრეგატები „E.SEBASTIAN“ და „H.SAHAIDACHNIY“ სარაკეტო, საპატრულო და დამხმარე კატერების სხვადასხვა კლასიდან.

11. 2014 წლის 9 სექტემბერს, ტელეარხ „რუსთავი 2“-ზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას განცხადება პოლიტიკურ თოქ-შოუში „არჩევანი“, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაეხმარება უკრაინის არმიას როგორც სამხედრო ექიმებითა და დაჭრილების უფასო მკურნალობით საქართველოში, ასევე ჯავშანჟილეტებით, ჩაფხუტებით, ფორმებითა და ყველაფრით, რაც არ უნდა სთხოვოს უკრაინის მთავრობამ და თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, რადგან „საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია, რომ რუსეთს რაც შეიძლება ძვირად დაუსვას ის აგრესია, რომელსაც ის ახორციელებდა და დღესაც ახორციელებს უკრაინაში“.

12. საქართველოს უპრეცედენტო (მარტო პირველი პარტიის ღირებულება 1 მლნ ლარზე მეტია!) სამედიცინო დახმარება კიევის ხუნტას - ისეთი დიდი მოცულობით, რომ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სატვირთო თვითმფრინავი შეუკვეთა. და ეს იმ დროს, როცა თბილისის მერიამ მედიკამენტებით დახმარება შეუწყვიტა ხელმოკლე თბილისელებსა და ლტოლვილებს ქალაქის ბიუჯეტში 30 მლნ ლარის დეფიციტის გამო; იმ დროს, როცა საქართველოში ამ დღეებში შესაძლოა პროვოცირებული იქნეს „ებოლის“ ვირუსის ეპიდემია; იმ დროს, როცა ევროკავშირი და აშშ ეხმარებიან კიევის ხუნტას მილიარდობით ევროთი და დოლარით, რისთვისაც 4 სატრასტო ფონდი გახსნეს; იმ დროს, როცა კიევის მთელი ხელისუფლება, პრეზიდენტ პოროშენკოთი დაწყებული და გუბერნატორ კოლომოისკით დამთავრებული, ოფიციალური მილიარდერები არიან.

კითხვა პირველი: ნუთუ მარგველაშვილს, ალასანიას, სერგეენკოს და სხვებს არ ესმით, რომ კიევში სააკაშვილის მიერ შექმნილი „საქართველოს გადარჩენის შტაბი“ - ათასობით უკრაინელი ბოევიკი და ქართველი დაქირავებული მებრძოლი, რომლებსაც დღეს მკურნალობს სერგეენკო და სარეაბილიტაციოდ საქართველოშიც აგზავნის, ხვალ ფეხზე წამოდგებიან და დაამხობენ ღარიბაშილს მის მთავრობასთან ერთად?!

პასუხი: საქართველოში მზადდება მორიგი სახელმწიფო გადატრიალება - ახალიფერადი რევოლუცია“ - მოქმედი მთავრობისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეცვლის მიზნით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილის მალული ტანდემის მიერ ანდა ახალი კოალიციით, თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრით, ირაკლი ალასანიათი სათავეში.

კითხვა მეორე: რატომ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ხომ იგივე დარჩა - პროამერიკული და ევროატლანტიკური, როგორც წინა ხელისუფლების დროს?

პასუხი: დღეს აშშ-სთვის საკმარისი არ არის, რომ საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსი პროამერიკული იყოს, დღეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი ანტირუსულიც უნდა იყოს! საქართველომ თავის ტერიტორიაზე უნდა განათავსოს აშშ-ის სამხედრო ბაზები და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, საქართველო დღეს უნდა ეომოს რუსეთს და რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ისა და ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებში ჩაერთოს. ამ მიზნებისთვის კი პრემიერი ღარიბაშვილი შეუფერებელია, როგორც 2003 წელს შეუფერებელი გამოდგა ზომიერად პროამერიკელი შევარდნაძე, როგორცუცებშეუფერებელი გამოდგნენ ამერიკის მიერ ხელდასხმულები - ჰუსეინი, კადაფი, მუბარაქი, ასადი და ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის სხვა ლიდერები, რომლებშიც დაგვიანებით, და აშშ-სთვის ასე უადგილოდ, გაიღვიძა ჯანსაღმა პრაგმატიზმმა.

კითხვა მესამე: ვინ ესატყვისება აშშ-ის ამ მიზნებს დღეს საქართველოში იდეალურად?

პასუხი: ესენი არიან შეთქმულები, რომელთა „გაზრდილი რეიტინგები“ დააფიქსირა ამერიკის ნაციონალურ-დემოკრატიული ინსტიტუტი „NDI“-ის ბოლო სოცგამოკითხვამ, რომელიც თითქოსდა ჩატარდა საქართველოში 2014 წლის 23 ივლის-7 აგვისტოს, რომელშიც უკვე მოდელირებულია ჩვენი პოლიტიკური მომავალი. ესაა:

1. ექსპრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც ქართულმა მართლმსაჯულებამ სისხლის სამართლის დანაშაულებში წაუყენა ბრალი და რომელიც 5 საქმეში გადის, სამართლიანობის სახელით აუცილებლად ერთი ამდენი რომ უნდა დაემატოს. აშშ-სთვის დღეს ხელსაყრელია სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება, რადგან გისოსებს მიღმა მოხვედრილმა ნაქებმა „დემოკრატიის შუქურამ“ შესაძლოა გათქვას სახელმწიფო დეპარტამენტისა და დასავლეთის დიპკორპუსის ნახევარი, რომლებსაც ქრთამებსა და „ატკატებს“ აძლებდა გრანტებიდან, გათქვას თავისი ლობისტები და ამერიკული ინსტიტუტების „NDI“-სა და „IRI“-ს კორუმპირებული ხელმძღვანელობა, ასევე - გათქვას  ამერიკული ნარკოტრაფიკის მთელი სქემა სატრანზიტო მარშრუტით „ავღანეთი-საქართველო-ევროპა“. თავად ნარკობარონები, რომლებმაც სააკაშვილის წასვლის გამო „კრიშა“ დაკარგეს, მისი ხელისუფლებაში დაბრუნებისას ბოლოსდაბოლოს დაწყნარდებიან, რადგან ყოფილების სახით „კრიშის“ ქონას ვერ მიეჩვივნენ. ყაყაჩოს ყვავილი სააკაშვილის პიჯაკის სამკერდულზე ეს ნარკოდილერებისათვის განკუთვნილი საიდუმლო ნიშანი და ამავდროულად, ახალი „ფერადი“ – „ყაყაჩოების რევოლუციის“ სიმბოლოა, რომელიც მოხდება, მათ შორის, პრემიერი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს გავლით შეწყვეტილი ავღანური ყაყაჩოს ტრანზიტის აღდგენის მიზნით!

2. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელსაც გადამწყვეტ მომენტში, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს, შეუძლია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და შეიარაღებული ძალებისთვის ბრძანების მიცემა „საქართველოში საკონსტიტუციო წესრიგის დაცვის შესახებ პრეზიდენტის სახით, როგორც კონსტიტუციის გარანტისა“, ანუ საკუთარი თავის დაცვის შესახებ.

3. სააკაშვილი&მარგველაშვილის მხარეს გამოვლენ „რებრენდირებული“ ნაციონალები, ექსმმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, პარლამენტის ექსსპიკერი დავით ბაქრაძისა და „ნაცმოძრაობის“ მთავარი იდეოლოგის, უშიშროების საბჭოს ექსმდივნისა და მარგველაშვილის მეგობრის გიგა ბოკერიასა და ასევე, მარგველაშვილის მეგობრისა და საერთაშორისო საკითხებში მისი ექსმრჩევლის ვანო მაჭავარიანის - „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამაარსებლისა და უცვლელი ლიდერის, ყველა მოწვევის პარლამენტის წევრი მიშა მაჭავარიანის ღვიძლი ძმის -  ხელმძღვანელობით. და, რა თქმა უნდა, სააკაშვილის კარგად სტრუქტურირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“, ძირითადი ბირთვით თბილისსა და ბათუმში (500-ზე მეტი დივერსანტი) და სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდისტულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა - ნაცადი მედია-ბერკეტი, რომლითაც მან 2003 წელს „ვარდების რევოლუცია“ მოახდინა.

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც უკვე მეორედ გავიდა „NDI”-ის რეიტინგში საქართველოს პოლიტიკოსთა და ხელმძღვანელთა შორის პირველ ადგილზე და ლამის უკან ჩამოიტოვა პატრიარქი ილია მეორე - იმიტომ, რომ აშშ-სა და ნატოსგან საქართველოში ჰაერ და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის განთავსება მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ, ანუ,  ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნა აქ, ზემონახსენებ ორ ამერიკულ სამხედრო პოლიგონზე - კრწანისსა და ვაზიანში „სასწავლოსაწვრთნელ ცენტრებზე“ დამატებით. გადამწყვეტ მომენტში ერაყ და ავღანეთგამოვლილი სპეცქვედანაყოფები სიხარულით შეასრულებენ თავისი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიას ბრძანებას, რათა ის ქვეყნის ხელმძღვანელი გახდეს, მისი მეუღლე კი - პირველი ლედი, რომელიც უკვე შედის როლში და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს - ბრალდებებს მინისტრების მისამართით.

5. ალასანიას მხარეზე გამოვა მისი მეუღლის ღვიძლი და - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მინისტრი და აშკარა რუსოფობი ალექსი პეტრიაშვილი, მეტსახელად „ალექს პეტრიოტი“, და, ყველაზე მთავარი, „რესპუბლიკელები“ ხელისუფლების ყველა შტოში: საპარლამენტოში - პარლამენტის სპიკერი უსუფაშვილი და პარლამენტარები - მისი მეუღლე ხიდაშელი და ძმები ბერძენიშვილები, საპრეზიდენტოში - უშიშროების საბჭოს მდივანი იმერლიშვილი, აღმასრულებელში - მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ზაქარეიშვილი, რომელიც უკვე დიდი ხანია აღარ მალავს თავის სიმპათიებს ექსპრეზიდენტისადმი - ამბობს, რომ რუსეთთან მიმართებაში სააკაშვილი მართალი იყო და რომ არაფრით არ შეიძლება მისი დაკავება და ციხეში ჩასმა!

6. ორივე დაჯგუფებას შეუერთდებიან დღეს პრაქტიკულად დაშლილი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომელთა შესახებაც საქართველოს ექსელჩ აშშ-ში, მარგველაშვილის ახლო მეგობარი და მეზობელი თემურ იაკობაშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე წერს: ოცნების კოალიციის .. "პროდასავლური" გუნდის წარმომადგენლები დიდი მონდომებით რომ ურეკავენ ამერიკის ოფიციალურ პირებს და ეფიცებიან, რომ სააკაშვილის დევნაში მათ ბრალი არ მიუძღვით, რატომ არ მიმართავენ საკუთარ ხალხს იგივე ახსნა-განმარტებებით?“

 

დასკვნა: საქართველოს მოქალაქეებს კარგად ახსოვთ შედარებით უსისხლო „ვარდების რევოლუციაც“, რომლემაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დაამხო და 1990 წლის სამხედრო გადატრიალებაც, რომელსაც „თბილისის ომი“ ეწოდა, როცა შევარდნაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩამოაგდო. თუმცა, ეს შეიძლება არ ახსოვდეს საქართველოს ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მაშინ 10 წლის იყო. ამიტომ ღარიბაშვილი არ შეიძლება იცნობდეს პუტჩისტების ტრადიციულ მეთოდს საქართველოში - არასასურველი მმართველის იზოლირება რუსეთისგან, შემდგომ კი მისი იოლად ჩამოგდება, რასაც იგი დღეს თავად ექვემდებარება!

დღეს შეიძლება იმის პროგნოზირება, რომ „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში, ისევე, როგორც „ნარინჯისფერი“ უკრაინაში, აშკარად ბოლო არ იყო - შეთქმულთა ორი ზემოჩამოთვლილი დაჯგუფების მოქმედებები საქართველოში შედეგად გამოიღებს არამომძლავრებული და მარტოდენ ვაშინგტონზე ორიენტირებული ხელისუფლების შეცვლას. ხოლო როგორი იქნება ამჟამინდელი სახელმწიფო გადატრიალება - ხავერდოვანი“ „ყაყაჩოების რევოლუცია“, თუ „ევრომაიდანი - 3“, კიევის მაგალითზე, დამოკიდებულია საქართველოს USA-კურატორებზე - მაღალჩინოსან შეთქმულთათვის მიცემულ ინსტრუქციებზე, რომლებმაც უნდა: 1 - მოახდინონ სამთავრობო კრიზისის პროვოცირება და გადააყენონ მტავრობა; 2 - გამოვიდეს როგორც ერთიანი პოლიტიკური ძალა - ახალი მმართველი კოალიცია, რომელიც ახლა მთავრობას დააკომპლექტებს. მაგრამ თუ ცალ-ცალკე ორი ალიანსის - მარგველაშვილი „ნაცმოძრაობასთან“ და ალასანია „რესპუბლიკურ პარტიასთან“ - ძალები არასაკმარისი იქნება, მაშინ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დღეს ღიად აპელირებს „ნაცმოძრაობაზე“, როგორც ერთადერთ ოპოზიციაზე და ღარიბაშვილის მთავრობას დასავლური დემოკრატიის პრინციპების ღალატში ადანაშაულებს, განკარგულებას გასცემს ერთიან კოალიციად მათი გაერთიანების შესახებ.

საქართველოში მორიგი კატაკლიზმების თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საგარეო - პოლიტიკური კურსის შეცვლით: ერთხელ და სამუდამოდ აშშ- კურატორობაზე უარის თქმით! ამისათვის აუცილებელია საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის საკითხზე და ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის დენონსირება. აგრეთვე, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის შეჩერება - იმიტომ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა უპირობოდ მისცემს ხმას ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრების წინააღმდეგ.

ასევე აუცილებელია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, რის შემდეგაც ქართველი ხალხის მიერ რეალურად არჩეული პარლამენტი თვითონ აირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს. ამისათვის აუცილებელია სასწრაფოდ შევიდეს ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში და ის საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდეს. შედეგად, საქართველოში დასრულდება დაპირისპირება საპრეზიდენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის და, ბოლოს და ბოლოს, დამყარდება მმართველობის საპარლამენტო ფორმა, რომელიც ნებისმიერ დიქტატურას გამორიცხავს.

და მხოლოდ ამის შემდეგ, ახალი პარალმენტისა და პრეზიდენტის პირობებში, საქართველოს ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაზე კავკასიაში თავისი მეზობლების მაგალითის გათვალიწინებით - შევიდეს ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (ЕАЭС) როგორც სომხეთი, თუ შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი, როგორც აზერბაიჯანმა. მაგრამ არჩევანის გაკეთებისას არ დაივიწყოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და აირჩიოს უმოკლესი გზა იმ ორიდან, რომელიც ერთმანეთთან დაგვაბრუნებს“.