უცხოეთი
დონეცკის სახალხო რესპუბლიკა: დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელ ტერიტორიას განსაკუთრებული სტატუსი სჭირდება

Purgin-zar-3საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრემიერი ანდრეი პურგინი მიიჩნევს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები განსაკუთრებული სტატუსით უნდა სარგებლობდნენ უკრაინაში მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში.

ორშაბათს უკრაინის პარლამენტმა მიიღო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ შეთავაზებული კანონპროექტი დონბასის ცალკეული რეგიონების განსაკუთრებული სტსტუსის შესახებ. დოკუმენტი, კერძოდ, ითვალისწინებს ამ რეგიონებში თვითმმართველობის განსაკუთრებულ წესს, 9 ნოემბერს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას და წინააღმდეგობის მონაწილეთა ამნისტიას.

ამასთან, კიევის შეთავაზებით, განსაკუთრებული სტსტუსი მიენიჭება მხოლოდ სახმრეთ-აღმოსავლეთის ზოგიერთ რეგიონს.

ჩვენი მხრიდან ვლაპარაკობთ დონეცკისა და ლუგანსკის ყოფილი ოლქების ტერიტორიაზე, მათ ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს უკრაინის სხვა ტერიტორიაზე, თუმცა ვაცხადებთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა“, - განაცხადა პურგინმა ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში.