უცხოეთი
აშშ ზომებს მიიღებს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიმართ, თუკი ისინი „ისლამური სახელმწიფოსთან“ ბრძოლას ხელს შეუშლიან

Usa-zar-2საქართველო, 17 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ საპასუხო ზომებს განახორციელებს სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მიმართ, თუკი ისინი ხელს შეუშლიან  „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებზე  ავიაიერიშების განხორციელებაში და მათი სამიზნე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები იქნება. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ ობამას ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

წყაროს თქმით, აშშ-სთვის ცნობილია სირიის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისა  და მისი სამეთაურო და საკონტროლო ცენტრების განლაგების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ სირიის ხელისუფლება გადაწყვეტს, ბოევიკებზე იერიშების მიტანას ხელი შეუშალოს, თავის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს რისკის ქვეშ დააყენებს.

უწინ სახდეპის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა, რომ აშშ სირიას მის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებზე ავიაიერიშების განხორციელების ნებართვას არ სთხოვს. როგორც მან აღნიშნა, „პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმმა სრულებით დაკარგა ლეგიტიმურობა“ და ვაშინგტონი მასთან თავისი მოქმედებების კოორდინირებას არ მოახდენს, რადგან აშშ-ს „ამერიკელების დაცვის საშუალება აქვს“.

ჰარფის თქმით, პრეზიდენტ ობამას კონსტიტუციით უფლება აქვს, განახორციელოს ნებისმიერი ქმედება ამერიკელთა დასაცავად.