უცხოეთი
სკანდალი! „Aftonbladet“: შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გაუმჯობესებისათვის 3 მლნ დოლარი მიიღო!

Bildt-zar-3საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. შვედეთში სკანდალი აგორდა: გაზეთმა Aftonbladet საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი კორუფციასა და საქართველოს ყოფილი ხელისუფლების არაუანგარო ლობირებაში დაადანაშაულა. ჟურნალისტების თქმით, მათ ხელთ აქვთ დოკუმენტები, რომლებიც მოწმობს: ბილდტთან დაკავშირებულმა PR-ფირმამ საქართველოს ყოფილი ხელისუფლებისგან ევროპაში მიხეილ სააკაშვილის იმიჯის გასაუმჯობესებლად 3 მლნ დოლარზე მეტი მიიღო.

საქართველოს sახელმწიფო კანცელარიის ყოფილმა უფროსმა ამ გარიგების ფაქტი დაადასტურა და წამოცდა, რომ ის მანამდე დაიდო, სანამ კარლ ბილდტი მინისტრი გახდებოდა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივნის თქმით, ბატონი ბილდტი მას შემდეგ პიარით არ დაკავებულა. თუმცა, მიხეილ სააკაშვილთან მეგობრულ ურთიერთობებს ინარჩუნებს და ასევე, რუსეთის ყველა მკაცრ კრიტიკოსად ითვლება ევროპელ პოლიტიკოსებს შორის.

კარლ ბილდტისა და მიხეილ სააკაშვილის ფინანსურ კავშირებზე აღნიშნული ტაბლოიდი ჯერ კიდევ 2012 წელს წერდა, თუმცა მაშინ ჟურნალისტები ამ დასკვნებს მხოლოდ თავის წყაროებზე დაყრდნობით აკეთებდნენ.

როგორც გაზეთის სტატიიდან ხდება ცნობილი, კარლ ბილდტმა, რომელიც 2004-2006 წლებში შვედური პიარ-სააგენტო „Kreab”-ის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობდა, ხელი მოაწერა 3-მლნ-იან კონტრაქტს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.

2006 წლის ოქტომბერში კარლ ბილდტი სათავეში ჩაუდგა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და Kreab-იდან წავიდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქართველ ხელისუფლებთან დადებული კონტრაქტი მოქმედებას განაგრძობდა. ყველაზე მკაფიოდ ეს 2008 წლის ზამთარში საქართველოში არჩევნების მსვლელობისას გამოიკვეთა. საერთაშორისო დამკვირვებელთა თქმით, კენჭისყრა დიდი დარღვევებით ჩატარდა. ამის შესახებ საჯაროდ განაცხადა შვედეთის ელჩმა თბილისში ჰანს გუნარ ადენმაც. თუმცა, კარლ ბილდტმა სააკაშვილი დაიცვა და განაცხადა, რომ „არჩევნების შედეგები ეჭვს არ იწვევს“.