უცხოეთი
ლავროვი: „ნატოს ბლოკმა არსებობის აზრი დაკარგა და ახლა მას გამწარებული ეძებს. დასახულია მიზანი - რადაც არ უნდა დაუჯდეთ, რუსეთს წონასწორობა დააკარგვინონ“

Lavr-zar-2საქართველო, 12 სექტემბერი, საქინფორმი. ამით, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის თქმით, აიხსნება ის, რომ ავღანეთის შემდეგ ალიანსმა რუსეთის კარტის გათამაშება დაიწყო და მოსკოვი საფრთხედ წარმოაჩინა. „არ იქნებოდა ყირიმი და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, დასავლეთი კიდევ სხვა რამეს მოიფიქრებდა. დასახულია მიზანი: რადაც არ უნდა დაუჯდეთ, რუსეთს წონასწორობა დააკარგვინონ“, - დარწმუნებულია ლავროვი.

მინისტრის აზრით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მიუხედავად აღმოსავლეთით ნატოს გაფართოებისა, ალიანსის წევრები რუსეთის მიმართ შიშისგან ვერ გათავისუფლებულან.

ახლა ბალტიისპირეთის რესპუბლიკები, პოლონეთთან ერთად, ნატოს სთხოვენ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა რუსეთისკენ მიმართოს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.