რედაქტორისგან
საქინფორმი - NDI-ს გამოკითხვის ბოლო შედეგებისა და თბილისიდან მისი შეფი ლუის ნავაროს გაქცევის შესახებ. რით აშანტაჟებს სააკაშვილი აშშ-ის სახდეპსა და საქართველოში მორიგი გადატრიალების მოწყობას აიძულებს?

1-navaro-polit-1-redaq-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. მოიძებნება საქართველოში ერთი ადამიანი მაინც, ვინც იტყვის, რომ მასთან როდესმე დაურეკავთ, ან ქუჩაში მისულან NDI-ს ან IRI-ს წარმომადგენლები და შეკითხვები დაუსვამთ?

არა, ასეთები არ არსებობენ! NDI (საქართველოში ოფისის დირექტორი ლუის ნავარო) და IRI (საქართველოში ოფისის დირექტორი დიმა შაშკინი) არიან აშშ-ს ორი ხელი, რომლითაც ის საქართველოსა და მთელ მსოფლიოში პოლიტიკურ ამინდს წინასწარ ქმნის, ვითომდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვით!

ეს კიდევ ერთხელ უსირცხვილოდ, აშკარად დაადასტურა გასული კვირის  NDI-ს გამოკითხვის შედეგებმა, რომლის მიხედვითაც გამოდის, რომ საქართველოს ისევ სააკაშვილი უნდა მართავდეს - ასე ძლიერ ჰყვარებია თურმე ქართველ ხალხს მისი ორეულები - ალასანია, ბაქრაძე, მარგველაშვილი და უსუფაშვილი! ზუსტად რომ ამ ტყუილების გამო გაიქცა საქართველოდან ნავარო, რადგანაც შეეშინდა მთავარ პროკურატურაში გამოძახების, მაგრამ „არგამოქვეყნებაც“ არ გამოდიოდა - ფული წინასწარ აღებული იყო!

2003 წელს შევარდნაძის ბრძანებით პროკურატურა აშშ-ის საელჩოს დიპლომატების დაბარებას აპირებდა და მათ დაკითხვას „რუსთავი 2“-სთვის გადარიცხული 2 მლნ დოლარის თაობაზე! ამბროსიევიჩმა ეროსის 3 მილიონი - ანუ 1 მილიონით მეტი, ვიდრე ამერიკამ - არ მისცა, და აშშ-ის იმჟამინდელმა ელჩმა მაილსმა, ადგა და 2 დღეში საქართველოში „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო...

2003 წლიდან დღემდე ყველა გამოკითხვიდან სააკაშვილი დიდ თანხებს „ტეხდა“ და NDI-ს და IRI-ს დირექტორებს „ატკატებსაც“ აძლევდა! ზუსტად რომ ამის გასაჯაროების ეშინიათ დასავლეთში, ამიტომ მიშას თავისთან ინახავენ! სააკაშვილი კი მათ „ჩაშვებით“ აშანტაჟებს და საქართველოში ახალ გადატრიალებას აიძულებს.

საქინფორმი