უცხოეთი
გერმანული გამოცემა DER FREITAG: პოროშენკო სამხედრო დამნაშავეა

1-poroSenko-ucx-1საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. „არ არის საჭირო არავითარი პროპაგანდისტული ვიდეო იმის გასაგებად, რომ კიევის „ანტიტერორისტული ოპერაცია“ სინამდვილეში ტერორისტულია. ციფრები, ფოტოები და ფაქტები თავად მეტყველებენ ამაზე“, - წერს Der Freitag. 2014 წლის მაისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ე. წ. კიევის ანტიტერორისტული ოპერაცია „სეპარატისტების“ წინააღმდეგ.
მიუხედავად დასავლური პრესის ყველა მცდელობისა, გაამართლოს ეს იერიშები დამოუკიდებლიბისკენ მსწრაფველი დონბასის დიდ ქალაქებზე, რთული გასაგები არაა, რომ „ანტიტერორისტული ოპერაცია“ სინამდვილეში საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული ოპერაციაა. არავითარი რუსული პროპაგანდა! საკმარისია მხოლოდ შეხედო ვიდეოგამოსახულებებს ლუგანსკსა და დონეცკში უკრაინული ნაღმების აფეთქებების შემდეგ. ჭურვები, რომლის ხილვაც ბევრ ვიდეორგოლში შეიძლება, უბრალოდ კი არ ფეთქდება, არამედ ნამსხვრევებად იფანტება.

ისინი სწორედ იმისთვისაა გათვალისწინებული, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცოს. ამასთან, ერთი აფეთქებისგან რაც შეიძლება მეტი ხალხი რომ დაიღუპოს. ალყაშემორტყმულ ქალაქებში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისინი ერთიმეორის მიყოლებით ფეთქდება და ფეთქდება.

ნათელია, რომ აქ სამოქალაქო მოსახლეობას ესვრიან და ატერორებენ, რათა ქალაქები დაცარიელდეს.

მხოლოდ ასე „იმუშავებს“ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია, რომელსაც პრეზიდენტი პოროშენკო „წმენდის აქციას“ უწოდებს და რომელიც , სინამდვილეში, ტერორისტულ ოპერაციას წარმოადგენს.

ამ ოპერაციის მიმდინარეობისას მოსახლეობას ყველაზე აუცილებელს ართმევენ: წყალს, წამალს, ფულს, სურსათ-სანოვაგეს, ელექტრობას და გადაადგილების თავისუფლებას.

შეიძლება ითქვას, რომ არავითარი პორპაგანდა არ არის საჭირო, მათ შორის, პუტინის ადმინისტრაციისა, იმის გასაგებად, რომ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო სამხედრო დამნაშავეა.

 

ავტორი: Sönke Paulsen