რედაქტორისგან
საქინფორმის მთავარი რედაქტორი - სააკაშვილის ავადმყოფობის გაუარესების შესახებ: როგორ აწვალებს მიშა საკუთარ ცოლს, შვილს და ძაღლს…

1-sandra-main-pol-1-geoგასულ კვირას საქართველოს ექსპრეზიდენტი ნამდვილად მძიმე სანახავი იყო: უკრაინაში მოტყუებული ხალხი ხომ მაიდან-3 იწყებს და ავაკოვ - სააკაშვილებს მალე პასუხს მოსთხოვს, ხოლო მოტივირებული დონბასი მთელ ფრონტზე კონტრშეტევაზე გადავიდა! რა სააკაშვილი - მალე თვით პოროშენკოც თავის ძველ საქმიანობას დაუბრუნდება და კრემლის სამზარეულოს თავისი მანქანით ბამბანერკებით მოამარაგებს...
ამიტომ გიჟი სააკაშვილი მთელი გასული კვირა Facebook-დან არ გამოსულა და, დაუკმაყოფილებელი ქალივით, საკუთარ თავზე ათას სისულელეს იგონებდა.

ჯერ იყო და დელფინთან ვითომ თავისი ფოტო დადო წარწერით: კარადას ვალაგებ და მაგარი ფოტო ვიპოვე“. არადა, მიშამ პუტინის ფოტო ნახა დელფინებთან და, როგორც ყოველთვის, მას ბაძავს, თან ეპირფერება - ერთნაირები ვყოფილვართო... რეალობაში კი სააკაშვილმა ფოტოშოპში თავისი თავი მიაბა იმ  ფოტოს, და სინამდვილეში კი იქ სულ სხვა ვინმეა! თუ ვინ - ამას გაიგებთ, თუ ამ ფოტოს გაადიდებთ და ზედ ქართულ წარწერას წაიკითხავთ, რომელიც მიხეილმა ბოლომდე ვერ წაშალა!

ამის მერე, სამაგალითო მეოჯახეების - ივანიშვილისა და ღარიბაშვილის - გული რომ ცოტა „დაადნოს“, მანიაკმა სააკაშვილმა აიძულა ჯერ თავის უმცროს ბავშვს და მერე ცოლს - ცივი წყალი გადაესხათ, თანაც რომ სანდრა სველ, ტანზე მიწკეპილ კაბაში ყველას დაენახა...

ბოლოს კი მიშამ საკუთარი ძაღლი აწვალა, სანამ საკუთარი ავტომობილის საჭესთან მძღოლივით ჯდომა არ ასწავლა და არ გადაუღო ფოტო Facebook- ში დასადებად, თანაც, რუსულად მიაწერა: Это не мой водитель, хотя и был припаркован перед моим домом“.

აბა, მეტროთი დავდივარო, შე აფერისტო?! გეგონა, რუსულად საქართველოში შენი წყალობით უკვე ვერავინ კითხულობს და ვერ გავიგებდით, რომ, თურმე, ამერიკაში მანქანაც გყოლია და მძღოლიც?! ამიტომ გირჩევ: მიშა, შეეშვი ფოტოშოფში აფერისტობას და კარადების უაზრო დალაგებას, მალე შენ სტანდარტული კარადაც და ძალიან ბევრი თავისუფალი დრო გექნება! ისარგებლე ამით და ციხის სიმყუდროვეში ერთი ენა მაინც  ისწავლე წესიერად, თუნდაც რუსული, რომ მომავალში მაშინდელივით ჟურნალისტი ლეონიდ პარფიონოვი ჟოპ ოლეგ პანფილოვში არ შეგეშალოს! მოვუყვე ახლა ყველას, როგორ „გაჭამა“ მაშინ ფსბ-მ და ეს ბომჟი შეგტენა მართლა უცნობილესი ჟურნალისტის მაგივრად?! აი, პანფილოვისთვის სახლებზე, აგარაკებზე და ყურძნის პლანტაციებზე ხალხის გაფლანგული ფულის გულისთვის შენ ახალი ბრალდება გელის!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 2 სექტემბერი
საქართველო, თბილისი

1-sandra-1 1-sandra-2
1-sandra-3 1-sandra-4
1-sandra-5 1-sandra-6