რედაქტორისგან
ირაკლი ღარიბაშვილი: “ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია და მინდა გთხოვოთ მედიის წარმომადგენლებს, მიაწოდოთ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია!” - საქინფორმის პროგნოზი გამართლდა

1-actually-aqt3-red2

საქართველო, 20 აგვისტო, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის ჩვეულებრივი მუშა პროცესი, რათა ყველა კანონი მოვიყვანოთ შესაბამისობაში ახალ კონსტიტუციასთან. ამაში რას ხედავთ განსაკუთრებულს, არ მესმის. მე ვსაუბრობ იმ ცვლილებებზე, რაც ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის დღიდან განხორციელდა და ხორციელდება. მე მინდა ეს კარგად აგიხსნათ და ძალიან გთხოვთ აუხსენით ეს საზოგადოებას, რომ აქ არ ხდება ერთის უფლებების შეზღუდვა და მეორის გაძლიერება. ეს არის წმინდა სპეკულაცია”, - აღნიშნა პრემიერ - მინისტრმა თავდაცვის შესახებ კანონში სავარაუდო ცვლილებების კომენტირებისას. 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ანალოგიური მიდგომა არსებობს უშიშროების საბჭოსთან მიმართებაშიც. არავითარ სტრუქტურულ ცვლილებებზე არ არის საუბარი, უშიშროების საბჭოც და ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ორგანო ფუნქციონირებს ახალი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში და თუ რამე გასასწორებელია, ეს შეეხება კანონში ცვლილებას თუ სხვა, ეს არის ტექნიკური საკითხი”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქინფორმი არაერთხელ აცხადებდა საქართველოს კონსტიტუციის დებულების შეუსაბამობაზე სახელმწიფოშ რეალურად არსებუ საქმის ვითარებასთან: ესაა ქვეყნის პრეზიდენტიც, რომელიც პარლამენტმა უნდა აირჩიოს, ისევე, როგორც ნებისმიერ საპარლამენტო რესპუბლიკაში და არ უნდა იქნეს არჩეული საყოველთაო კენჭისყრით; ესაა უმაღლესი მთავარსარდალიც, რომელიც ხელისუფლების რეალური მეთაური უნდა იყოს და არა თავის უფლებამოსილებებშ შეზღუდული „საქორწინო გენერალი“-პრეზიდენტი; და ბოლოს, ესაა უშიშროების საბჭო, რომელიც პრეზიდენტთან არსებული აბსოლუტურად ჰკარგავს თავის ფუნქციას და რეალურად უნდა არსებობდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურთან, რომლის ხელშიც, ახალი კონსტიტუციით, ხელისუფლების ყველა ბერკეტია თავმოყრილი.

საქინფორმი არაერთხელ აკეთებდა პროგნოზს, რომ საქმის ამგვარი ვითარება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და აი გუშინ პროცესი დაიძრა, რამაც სკანდალური რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის მორიგი კონფლიქტის საბაბი წამოშვა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სავარაუდო ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისკენაა მიმართული, საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გენშტაბის უფროსს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი და არა პრეზიდენტი, როგორც ეს დღეს ხდება, ასევე, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს ფუნქციები პრემიერ-მინისტრთან არსებულ ანტიკრიზისულ საბჭოს გადაეცემა.