რედაქტორისგან
„საქართველოში სააკაშვილი-მერაბიშვილის დივერსანტთა ჯგუფი გზაზე რუსულნომრებიან ავტომანქანებს აჩერებს და ქალებსა და ბავშვებს ამცირებს!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს

pravo-1-red-mainბატონო პრემიერ-მინისტრო!
ნახეთ ეს ვიდეო: მასში უმეცარი არამზადები - სააკაშვილი-მერაბიშვილის დივერსიული ჯგუფის წევრები ეწევიან და აჩერებენ გზაზე რუსულნომრიან ავტომანქანას და ასაღებენ რა თავს ქართველებად, აბუჩად იგდებენ რუს ტურისტებს - ქალსა და ბავშვებს, ატირებენ მათ! კიდევ ეს ნაძირლები შეურაცხყოფენ გეორგიევსკის ლენტას - დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე ჩვენი დიადი გამარჯვების სიმბოლოს (ფაშიზმზე, რომელიც 21-ე საუკუნეში უკრაინაში ააღორძინა დამნაშავე სააკაშვილმა!), ბილწავენ მამაცი სიკვდილით დაღუპულების, მათ შორის, ფრონტზე წასული 700 ათასი ქართველიდან საქართველოს 350  ათას ვაჟისა და ქალიშვილის ხსოვნას, შეურაცხყოფენ ჩვენს ცოცხალ გმირებს, რომლებიც სიამაყით ატარებენ მკერდზე დიდების ორდენსა და მედალს „1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“, ამცირებენ ყველა ჩვენგანს, მათ შთამომავლობას, ასევე რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, უკრაინის, საბერძნეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესტონეთის, ლატბიის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, გერმანიის, მოლდოვას, ჩინეთის, ვიეტნამის, ბერლგიის, ყირგიზეთის, ისრაელის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და ავღანეთის მოქალაქეებსაც კი, - თითოეულს იმ 50 მილიონიდან, რომლებიც 9 მაისს გეორგიევსკის ლენტებს იკეთებენ! ამასთან, ეს ერთეული შემთხვევა როდია, ეს „თავისუფალი ზონის“ აქციაა, რომელიც სისტემატურ ხასიათს ატარებს და ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან - რუსეთ-საქართველოს საზღვარზე იწყება.
და რატომ ვერ ამჩნევს ამას პოლიციის პატრული, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თუმცა ამ პროვოკაციის პროპაგანდას ეწევა სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-იც კი, რომელიც მეორედ ამზადებს საქართველოში „ვარდისფერ რევოლუციას?

 პროვოკატორები, რომლებიც არცხვენენ ქართველ ხალხს, სპეციალურად აკეთებენ ამას, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ, რათა მსოფლიო საზოგადოებრიობამ დაადანაშაულოს მთავრობა თქვენი მეთაურობით ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევაში, რუსოფობიაში, აღარაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი „ქართული სტუმარმასპინძლობის“ შემდეგ საქართველოში ტურისტული სეზონი შესაძლოა ჩაიშალოს!

 ეს საგანგებოდ კეთდება იმ დღეებში, როცა საქართველოს ნომერ პირველ მტერს ბრალი წარედგინა მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში, როცა ნეოფაშისტმა სააკაშვილმა თავის ინტერვიუში თითქოსდა შემთხვევით აღიარაა, რომ ქართველი დაქირავებული მებრძოლები რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან უკრაინაში, ხოლო „თავისუფალი ზონა“ ერთ-ერთ მათგანთან ინტერვიუს ტირაჟირებას ახდენს! 

 ფოტოზე ქვემოთ - თემო ბლუმგარდი (Temo Blumgardt), რომელიც სიამაყით ავრცელებს ამ ვიდეოს YouTube-ზე და სავარაუდოდ, ამ ბინძური პროვოკაციის მონაწილეა თავის არაქართველ მეგობრებთან ერთად, არადა, საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს, სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს, იუსტიციის მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს რომ ოპერატიულად მოეხდინათ რეაგირება ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე, რომელიც ვრცელი ფოტო და ვიდეოდოკუმენტებით მე მათ გადავეცი, რეაგირება მოეხდინათ საქინფორმის მრავალრიცხოვან პუბლიკაციაზე, რომლებიც, კანონით, უთანაბრდება ოფიციალურ განცხადებებს სამართალდამცავ ორგანოებში, კერძოდ კი:

1. საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის სპეციალური განცხადება 

2. “ვანო მერაბიშვილი საუკეთესო შინაგან საქმეთა მინისტრი იყო!” - საქინფორმის მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის ღია წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს 

3. საქინფორმი: “აუცილებელია სავიზო რეჟიმის შემოღება უკრაინასთან, რათა უკრაინელმა ბოევიკებმა საქართველოში არ შემოაღწიონ და საერთაშორისო ტერორისტ სააკაშვილის ხელმძღვანელობით აქ სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალება არ მოაწყონ!” 

4. საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი მიმართავს საქართველოს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს მოთხოვნით - პირად კონტროლზე აიყვანოს და სასწრაფოდ დაასრულებინოს საქინფორმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა გამოძიება 

5. საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს – საქინფორმის საგანგებო მიმართვა

6. საქართველოში მხილებულია ინტერნეტ-დივერსანტების მავნებლური ბანდა! - საქინფორმის საგანგებო განცხადება

დღეს ასეთი რამ არ მოხდებოდა, რადგან ყოველ მათგანში მოიხსენიება ან ბლუმგარდი, ან მისი გაცილებით სახიფათო მეგობრები - სააკაშვილი-მერაბიშვილის არაქართველი მეგობარი - დივერსანტები, რომლებიც ცსს-ს ფულით ახორციელებენ ძირგამომთხრელ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობასა და საბოტაჟს საქართველოს ტერიტორიაზე ღარიბაშვილის მთავრობის დამხობისა და სააკაშვილის სისხლიანი დიქტატურის დაბრუნმების მიზნით!

ღრმა პატივისცემით,
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 4 აგვისტო
საქართველო, თბილისი

pravo-1-red-down