უცხოეთი
23 ივლისს გაეროს ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტმა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს მეოთხე მოხსენებაზე რეკომენდაციები მიიღო

1-GeoFlag-zar2საქართველო, 1 აგვისტო, საქინფორმი. კომიტეტის წევრებმა შეშფოთება გამოთქვეს მაისში მიღებული, დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ კანონის ზოგიერთ ასპექტთან დაკავშირებით. კომიტეტის რეკომენდაციებში შეშფოთებაა გამოითქვა აღმასრულებელი ხელისუფლების მექანიზმის ეფექტიანობის თაობაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გამოტანოს აუცილებელი გადაწყვეტილებები და მოითხოვოს ჯარიმის დაწესება დამნაშავეებზე.

ამასთან დაკავშირებით გაეროს უფლებადამცველებმა რეკომენდაციები გასცეს, განხორციელდეს  კანონმდებლობის სრულყოფა დისკრიმინაციასთან ბრძოლაში.

კომიტეტმა ასევე შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჭიანურდება გამოძიება, გამოვლენა და იმ პირთა პასუხისგებაში მიცემა, ვინც ადამიანთა უფლებები დაარღვია 2008 წლის კონფლიქტის დროს ან მას შემდეგ.