უცხოეთი
აშშ-მ ირიბად აღიარა უკრაინაში მალაიზიური Boeing-ის კატასტროფის ადგილას არსებული ამერიკული სარაკეტო საჰაერო თავდაცვის სისტემების არსებობის შესახებ, რითაც რუსული სატელიტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია თავადაც დაადასტურეს
1-warriors-zar2საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის სამინისტროში მყოფი მაღალი ჩინის მქონე წყარომ დააკომენტარა თეთრი სახლის წარმომადგენელ, ჯონ ერნესტის გქანცხადება იმის შესახებ, რომ ჭურვი, რომელმაც Boeing 777-ი ჩამოაგდო, იყო გაშვებული მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, მაშინ, როდესაც უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ მუშაობდნენ. „ამგვარი განცხადებით, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჟონ ერნესტმა ირიბად აღიარა უკრაინული საჰაერო თავდაცვითი სისტემების არსებობა დონეცკის რაიონში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ მუშაობენ“, - განაცხადა წყარომ.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-მ ავიაკატასტროფიდან ერთი კვირის შემდეგ დაადასტურეს რუსული სატელიტების მიერ გადაღებული სურათები, რომლებიც 21 ივლისს მოწყობილ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგზეც იქნა გატანილი. გარდა ამისა, იქნა გაცხადებული, რომ საჰაერო თავდაცვის იარაღის მქონე უკრაინული დაჯგუფება „Бук-М1“-ის დივიზიის  4 საზენიტო ჭურვით იმყოფებოდა დონეცკის მახლობლად.
ხოლო, რაც შეეხება მათ სამუშაოს, მსურს შეგახსენოთ, რომ ბრიფინგზე წარმოდგენილი იყო ობიექტური მონაცემები უკრაინული “Бук“-ის სარადარო-სარაკეტო სისტემების რადიოლოკაციური აქტივობის შესახებ“, - განაცხადა სააგენტოს თანამოსაუბრემ.
ამრიგად, 17 ივლისს, რუსული საშუალებებით იქნა დაფიქსირებული 9 უკრაინული რადიოლოკაციური სტანცია 9C18-ის „გუმბათი-M1”, რომლებიც დონეცკის რაიონში საჰაერო მოძრაობის სათვალყუროდ იქნა განლაგებული, ხაზგასმით აღნიშნა მან.