უცხოეთი
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი „დაბნეულია და გაოგნებული“ იმ სკანდალური ამბით, რომ გერმანიის ტერიტორიაზე დაკავებული პირი, შესაძლოა ამერიკელი ჯაშუში იყოს.

1-angella-zar2საქართველო, 11 ივლისი, საქინფრომი. გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომხდარის დეტალური გამოძიების შედეგების მოლოდინშია, ვინაიდან ეჭვი მხოლოდ დაკავებულის  ჩვენებას ეყრდნობა. „თუ ეჭვები გამართლდა, აშშ-ის რეპუტაცია გერმანიაში მნიშვნელოვან ზიანს განიცდის“, - აღნიშნა ჩინეთში მიმავალმა, მერკელის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შპიგელმა. მისივე განცხადებით, საკითხი ეხება მოკავშირე აშშ-ის ძალიან უხეშ დამოკიდებულებას ფედერატიული რესპუბლიკის მიმართ. ბერლინში თვლიან, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების სააგენტოს მიერ შესაძლო თვალთვალისა და მერკელის მობილური ტელეფონის მოსმენის შედეგად, ვოშინგტონის სპეცსამსახურების მიერ კონტროლის გაძლიერების მცდელობა კრახით დამთავრდა.