უცხოეთი
იგორ გიორგაძე მზადაა გაემგზავროს ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვაზე, თუ ქართული მთავრობა მას ამის ნებას დართავს

1-giorg-zar1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. რეგიონული საზოგადოებრივი მოძრაობა "საქართველო საზღვარგარეთ"- ის თავმჯდომარემ, საქართველოს სახელმწიფოს ყოფილმა უშიშროების მინისტრმა, იგორ გიორგაძემ  კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის  გარდაცვალებაზე.
შეგახსენებთ, რომ 1995 წლის სექტემბერში, ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, იგორ გიორგაძე მოიხსნა თანამდებობიდან და დაკავების საფრთხის ქვეშ მყოფმა საქართველო დატოვა.

 

 - „რა იგრძენით, როდესაც შეიტყვეთ თქვენი ყველაზე დიდი პოლიტიკური ოპონენტის გარდაცვალების შესახებ?“  
- „ვწუხვარ, რომ იგი ჩემს საქართველოში ჩამოსვლამდე გარდაიცვალა.
-  რისი თქმა შეგიძლიათ შევარდნაძის პიროვნულ მხარეზე, თქვენ ხომ მას დიდი ხნის მანძილზე იცნობდით? 
 - მე არაერთხელ გამიკეთებია შეფასება შევარდნაძის პოლიტიკური ფიგურისთვის. მისი გარდაცვალების ფაქტს ჩემს მისდამი დამოკიდებულებაში კორეკტივები არ შეაქვს. 
-  "აპირებთ თუ არა ბატონი ედუარდის დაკრძალვაზე მისვლას?"
- "მე დავბრუნდები საქართველოში, თუ ქართული მთავრობა ამის უფლებას მომცემს“, -განაცხადა იგორ გიორგაძემ.