დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინის ძალოვნებს არჩეული აქვთ სამრეწველო სტრუქტურების განადგურების ტაქტიკა. „სლავიანსკსა და კრამატორსკში, იერიშის ქვეშ აღმოჩნდა არა მეამბოეხეების პოზიციები, და არც საცხოვრებელი კვარტლები, არამედ სამრეწველო ფაბრიკა-ქარხნები. იქ არც საგუშაგოები და არც სადარაჯოები არ იყო, მაგრამ არტილერიის მეშვეობით მაინც განმეორებით იბომბებოდა. საკითხი იდგა იმაზე, რომ მაქსიმალურად დაზიანებულიყო ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა სტრელკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია საყოველთაო მობილიზაცია და მეამბოხეთა იარაღით მომარაგება. „ არ შეიძლება ომის წარმოება სანახევროდ. არ შეიძლება დაიმედება იმით, რომ მცირე სახსრებით ვიღაც ადვილად დაიცავს რესპუბლიკას. სამწუხაროდ ამისათვის განკუთვნილი რესურსების, უპირველეს ყოვლისა კი საბრძოლო აჭურვილობის რაოდენობა მწირია. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ათასი მოხალისეს აღჭურვა და გაწვრთნა მაინც შესაძლებელია. მე მიმაჩნია, რომ უკრაინული არმიის შესაჩერებლად 80 ათასი კაცი საკმარისი იქნება“, - განაცხადა დონეცსკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა