უცხოეთი
კარასინი: „სასამართლომ თბილისის მიერ მოსკოვისადმი გამოთქმული პრეტენზიების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფუძვლოდ გამოაცხადა, მათ შორის აღსანიშნავი (და ყველაზე აბსურდული) ბრალდება - თითქოს მიმდინარეობს ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია რუსეთში“
1-huggz-zar3საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. სახელმწიფო მდივნის განცხადებით - რუსეთის საერთაშორის ურთიერთობების მინისტრის მოადგილის, კარასინის პასუხი РИА «Новости»-ს კითხვაზე, ეხება ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოზე საქართველოს საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ.
РИА «Новости»-ს შეკითხვაზე: გთხოვთ, კომენტარი გააკეთოთ ევროპულ სასამართლოზე  საქართველოს მიერ შეტანილი საჩივარი რუსეთის წინააღმდეგ. კარასინმა უფასუხა: „სასამართლომ თბილისის  მიერ მოსკოვისადმი გამოთქმული პრეტენზიების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფუძვლოდ გამოაცხადა, მათ შორის აღსანიშნავი (და ყველაზე აბსურდული) ბრალდება - თითქოს მიმდინარეობს ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია რუსეთში“.
ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა იმ პერიოდში, როდესაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა  საქართველოს მიერ რუსეთის საწინააღმდეგოდ შეტანილ საჩივარს.

ანტირუსულმა კურსმა თბილისში თავის კულმინაციას 2008 წელს მიაღწია, როდესაც რუსეთის მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ მუხანათურად მოკლულნი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. რუსი მოსახლეობის დიდი ნაწილი დაიღუპა მიხეილ სააკაშვილის სამხედრო ავანტურის გამო, რომელმაც ასევე მძიმე შედეგი მოუტანა საქართველოსაც.