უცხოეთი
საქართველოს მხარის მიერ ევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იქნება თბილისსა და ბაქოს შორის ორმხრივი განვითარებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის სპიკერმა, დავით უსუფაშვილმა
1-chat-zar2საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის სპიკერი, დავით უსუფაშვილი იმყოფება ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციის სათავეში. იუწყება სააგენტო „აზერბაიჯანის ახალი ამბები“
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე საქართველოს მხარის ხელმოწერის შემდეგ, მცირედ იცვლება იურიდიული სფერო, თუმცა ეს გავლენას არ მოახდენს ჩვენსა და მეზობელ აზერბაიჯანს შორის არსებულ ურთიერთობაზე.  მიუხედავად ამისა, ჩვენ გვსურს ზოგიერთი დეტალის განხილვა, რათა ორივე ქვეყანამ სარგებელი მიიღოს“, - ხაზგასმით აღნიშნა უსუფაშვილმა ბაქოში მიცემულ ინტერვიუში.
აფხაზეთში მყოფი საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შედის აზერბაიჯანის მთავრობასთან შეხვედრა და ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოება საკითხების ფართო სპექტრზე.