უცხოეთი
„განიხილებოდა აფხაზეთის მონაწილეობის საკითხი, როგორც რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებისათვის განკუთვნილი სატრანზიტო დერეფნის. აბხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო დარბაზი აგვარებს ურთიერთობებს იტალიელ და ტუნისელ ბიზნესმენებთან“
1-presidents-zar1საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი. აბხაზეთის სავაჭრო-სამრეწეველო დარბაზის პრეზიდენტი, გენადი გაგულია შეხვდა 2 იტალიელ მეწარმეს, ფრანჩესკო ლოიუდიჩესა და ენრიკო დელიპერის. აღნიშნული მეწარმეები ტუნისშიც იმავე აქტივობით მუშაობენ.
სავაჭრო-სამრეწველო დარბაზის შეხვედრაზე მონაწილეობას იღებდნენ აბხაზეთის იტალიისა და სან მარინოს საერთაშორისო ურთიერთობების კორპუსის წარმომადგენლები მაურო მურჯია და საერთაშორისო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე კან ტანია. შეხვედრაზე განიხილებოდა აბხაზეთის, იტალიისა და ტუნისის ბიზნეს წრეების თანამშრომლობის პერსპექტივა. ასევე, განიხილებოდა აფხაზეთში იტალიური ფირმების გახსნის შესაძლებლობაც. განიხილებოდა აფხაზეთის, როგორც სატრანზიტო დერეფნის როლი რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების დასამყარებლად.
მხარეები შეთანხმდნენ „Workshop”-ის გატარებაზე, პროფესიონალთა შეხვედრებისა და გამოცდლიების გაზიარების მიზნით. გარდა ამისა, იგეგმება შეთანხმების ხელმოწერა აფხაზეთის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო დარბაზისა და იტალიისა და ტუნისის ბიზნეს წრეებს შორის.