უცხოეთი
„რაც შეეხება რუსულ კულტურას, აქ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიტანოთ იგი მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ სულ სხვაგვარად ვცხოვრობთ” - მიხეილ ხუბუტიას გამოსვლა საბჭოს სხდომაზე პუტინის თავმჯდომარეობით

1-vzaimoponimanie-zar1-analსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ ხუბუტია პრეზიდენტ პუტინს რუსული ენისა და კულტურის მთელს მსოფლიოში გატანის ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი წინადადებები მან 2014 წლის 3 ივლისს, კრემლში, ეროვნებათაშორისი ურთიერთობების საბჭოს პუტინის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე გააჟღერა, რომელიც ახალგაზრდობის მოქალაქეობრივ და პატრიოტულ აღზრდაში, ერთობისა და თანხმობის განმტკიცებაში კულტურისა და განათლების როლს მიეძღვნა.

 

რაც შეეხება რუსულ კულტურას, აქ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, როგორ გავიტანოთ იგი მთელს მსოფლიოში, ვინაიდან ბევრი ფიქრობს, რომ ჩვენ სულ სხვაგვარად ვცხოვრობთ. აი, მე, მაგალითად, საქართველოში დავიბადე (საბედნიეროდ, წინა ხელისუფლების წასვლის შემდეგ ისევ მიშვებენ იქ). ჰოდა, არსებობს ასეთი სოციოლოგიური საკითხი: ზის ახალგაზრდა გამოცდაზე, მას ეკითხებიან: „აი, ზიხართ ადგილზე, რომელზეც ბილეთები გაქვთ ნაყიდი, შემოდის მოხუცი, რომელიც ძლივს დგას, – თქვენ როგორ უნდა მოიქცეთო?“. ბუნებრივია, ახალგაზრდა, რომელიც ჯერ კიდევ პრორუსულად, პროსაბჭოურად არის აღძრდილი, პასუხობს, რომ უნდა დაუთმოს ადგილი მოხუცს. და მასორიანსუწერენ. ეს არის ამერიკული აღზრდა, რაც არ ეწერება ჩვენს კულტურაში, – განაცხადა მიხეილ ხუბუტიამ.
ამ კონტექსტში მან მხიარულთა და საზრიანთა ქართული გუნდის ბოლოდროინდელ წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. „КВН–ის არსებობის 53 წლის მანძილზე ქართული გუნდი არსად გასულა. ორი წელი ვასწავლიდი აქ გუნდის წევრებს რუსულს, რადგან ენა პრაქტიკულად, დავიწყებული ჰქონდათ. მათ პრემიერლიგის ფინალში გააღწიეს, 5–ში კი ფინალი იქნება. ჩემთვის ეს დიდი ბედნიერებაა არა იმიტომ, რომ სწორედ ქართველებმა გააკეთეს ეს, არამედ იმიტომ, რომ ეს არის სახალხო დიპლომატია. უკვე რამდენი ახალგაზრდა დამეგობრდა, რამდენი ჩავიდა უკვე იქ. ერთერთმა მათგანმა საქართველოში განაცხადა, რომ იმდენად მოსწონს რუსეთში, რომ დარჩებოდა საცხოვრებლად, რადგან აქ ბევრად უკეთესია. ბუნებრივია, წინა ხელისუფლებას ამ ახალგაზრდებისთვისსირცხვილის დერეფნისმოწყობა სურდა. ასე, რომ სახალხო დიპლომატია, თუ ამ საქმეში ჩაგვრთავენ... ჩვენ ხომ ფულს არ ვითხოვთ, პირიქით და თუ ბატონი მაღაჩინოსნები ჩაგვთავენ, ჩვენსიამოვნებით!“ – აღნიშნა ხუბუტიამ.

 

მისი კიდევ ერთი ინიციატივა ყირიმში საზაფხულო ბანაკის მოწყობას შეეხება.
„ჩვენ გვჭირდება ყირიმი, როგორც იყო, ყოველ ჩვენგანს ბავშვობაში უოცნებია იქ მოხვედრაზე. მე, დავუშვათ, საკუთარ თავზე ავიღებდი ერთ ნაკადს, ბუნებრივია, სხვადასხვა ეროვნებისას, თუნდაც 200–300 ბავშვს. ივლის–აგვისტოში სიამოვნებით ვიქნებოდი მათთან ერთად და შევასწავლიდი რუსულ ენასა და კულტურას, რათა იცოდნენ, როგორ ვცხოვრობთ, როგორი კულტურით ვართ დაკავებული“ – აღნიშნა ხუბუტიამ